BMW to Launch New Sub-Brand for China to Comply
with Government Regulations
23 მარტი
„ბეემვე“ და მისი ჩინელი პარტნიორი „ბრილიანს ავტო“,
სრულიად ახალ ქვე-ბრენდს აყალიბებენ, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ, ჩინურ ბაზარზე
იმუშავებს. ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები, რომლებიც ამ
ბრენდით გაიყიდება, ბავარიული კომპანიის მე-3 სერიის წინა თაობის პლატფორმაზე
აიგება. იმავე ინფორმაციით, ახალი ერთობლივი კომპანია უკვე რეგისტრირებულია და
მისი სახელია „ჟი ნუო“, რაც ითარგმნება, როგორც დაპირება. ოღონდ, მთელ ამ
ინფორმაციას ჯერჯერობით არც გერმანული კომპანია ადასტურებს და არც ჩინური.