დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 20, 2013

„ჰიუნდაი“ ნიუ იორკის შოუზე განახლებულ „ეკუსს“ წარადგენს


Hyundai Teases 2014 Equus Sedan Ahead of NY Debut
20 მარტი
მორიგი დიდი საავტომობილო გამოფენა მალე ნიუ იორკში გაიხსნება. რა თქმა უნდა, ის ისეთივე მასშტაბური არაა, როგორიც ჟენევური რანდევუ, მაგრამ ავტომწარმოებლებს სიახლეები ამ შოუსთვისაც აქვთ შემონახული. განსაკუთრებით ეს იმ ავტომობილებს ეხება, რომლებიც პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

„ბეემვე“ სერიულ i3-ს ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაგვაცნობს

Frankfurt Motor Show to Host Production BMW i3 Unveiling
20 მარტი
ეს დროც ახლოვდება - მალე „ბეემვე“ ოფიციალურად გახდება ელექტრომობილების მწარმოებელი. ბავარიული კომპანია, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, თავისი პირველი ელექტრომობილის, ჰეჩბეკ i3-ის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. წინასწარი მონაცემებით, რომლებიც პრემიერის წინ დაზუსტდება, მხოლოდ ელემენტების ბლოკში დაგროვებული ენერგიის ხარჯზე, ავტომობილის სვლის სიშორე 160 კილომეტრს მიაღწევს, ჰიბრიდული სისტემის დამატებით კი ეს მანძილი 290 კილომეტრამდე გაიზრდება.

„მაზერატი“ „ლაფერარის“ საკუთარ ვერსიას გამოუშვებს


Maserati plots new supercar based on LaFerrari
20 მარტი
ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-ის“ ინფორმაციით, „მაზერატი“ თავის სუპერ ავტომობილ MC12-ს, რომელსაც უკვე 8 წელია აწარმოებს, ორ წელიწადში შეცვლის. ახალი ავტომობილი კი „ფერარის“ უახლესი „ლაფერარის“ ბაზაზე დამზადდება. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ახალი „მაზერატი“ ჰიბრიდული აგრეგატით არ აღიჭურვება. „მაზერატის“ სუპერ ავტომობილი „ლაფერარისგან“ შასის, საკიდარს და ელექტრონიკას მიიღებს. თუმცა, ეს ორი ავტომობილი გარეგნულად განსხვავებული იქნება.

„ჯილეტი“ შეიძლება „მაკლარენის“ ტიტულოვანი სპონსორი გახდეს


Gillette could be new McLaren title sponsor - report
20 მარტი
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „მაკლარენთან“ პარტნიორობას, მისი სატიტულო სპონსორი, სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ვოდაფონი“ წყვეტს, პრესაში გაჩნდა ვერსიები მისი შემცვლელების შესახებ. მათგან ერთია მექსიკური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელმექსი“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, მექსიკელ კარლოს სლიმს ეკუთვნის. „მაკლარენით“ მისი დაინტერესება რეალურად ჩანს, რადგან „ტელმექსი“ და სლიმი ბრიტანული საჯინიბოს მექსიკელ ახალწვეულ სერხიო პერესის მხარდამჭერები არიან.

„სუზუკი“ ახალ SX4-ზე დიდ იმედებს ამყარებს

Suzuki Says New SX4 Will Boost Company Sales
20 მარტი

იაპონურ კომპანია „სუზუკის“ მარკეტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ახალი ქროსოვერი SX4, რომელმაც უფრო მაღალ, C-სეგმენტში გადაინაცვლა, გაყიდვებში თავის მომცრო წინამორბედს უკან ჩამოიტოვებს.