Sunday, March 17, 2013

„დელტაუინგი“ კუპეს ფორმაში

ALMS: DeltaWing Unveils Coupe Model
17 მარტი

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი „დელტაუინგი“ მისმა მთავარმა პარტნიორმა „ნისანმა“ დატოვა, ის მაინც გრძელდება და სწრაფი ტემპითაც ვითარდება. კომპანია „დელტაუინგ რეისინგ ქარზმა“ სებრინგის საერთაშორისო ავტოდრომზე პირველად წარადგინა თავისი ავტომობილის დახურულძარიანი, კუპე ვერსია, რომელიც თავისი ღია ვერსიისგან არამხოლოდ დახურული კოკპიტით, არამედ აგებულებითაც განსხვავდება.

„ფერარი F150 იტალია“ „ლეგოსგან“

Lego Ferrari Formula 1 car unveiled in Australia
17 მარტი

„ლეგოს“ მთელს მსოფლიოში იცნობენ. „ფერარისაც“... და სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ ორმა კომპანიამ ერთობლივი პროექტი განახორციელა - „ლეგოს“ „აგურებით“, „ფერარის“ ფორმულა ერთის შარშანწინდელი ბოლიდის (F150 იტალია) 1:1-ზე მასშტაბის მოდელი შექმნა. და ეს უჩვეულო ქმნილება მელბურნში, ალბერტ პარკის ავტოდრომზე, ავსტრალიის დიდი პრიზის წინ, საზოგადოებას თვით ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ წარუდგინეს.

„მერსედესი“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს არ გამოუშვებს

Mercedes rules out hybrid supercar, promises SLS successor
17 მარტი

ჟენევაში ახლახანს დასრულებული მოტორ შოუ, სუპერ ავტომობილების ნამდვილი ფესტივალი იყო. პალექსპოში სამი ყველაზე პრესტიჟული ბრენდის ფლაგმანების - „ლამბორგინი ვენენოს“, „მაკლარენ P1-ის“ და „ფერარი ლაფერარის“ პრეზენტაციები ჩატარდა. მათგან ბოლო ორი ჰიბრიდულ-ელექტრული აგრეგატებითაა აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ისინი გაცილებით მეტ ცხენის ძალებსაც ფლობენ, ვიდრე ჰიბრიდული ბაზრის ბესტსელერი „ტოიოტა პრიუსი“ და პლაგ-ინ ჰიბრიდული ბაზრის ლიდერი „შევროლე ვოლტი“.

ერთი-ორი წრე გასართობად (ვიდეო)


ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა ბარსელონას მონტმელოს ტრეკზე მარტო ახალი F138-ის ტესტირებისთვის არ ჩასულან. როდესაც ტესტებს შორის „ფერარი“ მანქანის სრულყოფით იყო დაკავებული, „სკუდერიას“ პილოტებს ტრასაზე სერიული „ფერარი 458 იტალიათი“ განავარდების საშუალება მიეცათ. თანაც, „ფერარიმ“ ეს განავარდება მარკეტინგული საქმეებისთვისაც გამოიყენა - გადაიღეს კლიპი, რომელსაც თუნდაც მარტო იუთუბიზე უამრავი მაყურებელი ნახავს...

ახალი სეზონი რაიკონენის გამარჯვებით დაიწყო

Raikkonen wins Melbourne thriller for Lotus
17 მარტი
გრილი ამინდი, კარგად დაგეგმილი სტრატეგია და რა თქმა უნდა, უშეცდომო რბოლა - ეს ის ინგრედიენტებია, რომლებმაც კიმი რაიკონენს ახალი სეზონი გამარჯვებით დააწყებინეს. რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპის შემდეგ იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, ნაადრევია, თუმცა ფავორიტები უკვე გამოიკვეთნენ. ეს ის პილოტები და მათი გუნდები არიან, რომლებმაც მელბურნის შემდეგ კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავეს. მოგვიანებით, შესაძლოა მათ „მერსედესიც“ შეუერთდეს.