დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 9, 2013

„ქოროსი“ - ჩინურ-ებრაული ალიანსი ევროპას უტევს

Fledgling Chinese-Israeli Automaker Qoros Makes World Debut in Geneva
9 მარტი
„ქოროსი“ სრულიად ახალი კომპანიაა. 2007 წელს ის ჩინურმა „ჩერიმ“ და ებრაულმა „ისრაელ კორპორეიშნმა“ ჩამოაყალიბეს (ეს უკანასკნელი პროექტ „ბეტერ პლეისშ“ მონაწილეობითაა ცნობილი) და მიზნად ევროპულ ბაზარზე შეღწევა და ფეხის მოკიდება დაისახეს. და აი, ჟენევის მოტორ შოუზე, „ქოროსის“ პირველი სამი პროდუქტი გამოჩნდა, რომელთაგან ერთი სერიულია, ორი კი - ჯერ კონცეპტუალური, თუმცა წარმოებისთვის ორივე პრაქტიკულად მომზადებულია.

„ლამბორგინი ვენენო“ მხოლოდ სამისთვის (ვიდეო)


Lamborghini's outrageous Veneno
9 მარტი
ჟენევის ავტოგამოფენის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც „ლამბორგინის“ შეფი შტეფან ვინკელმანი შეგვპირდა, ჟენევაში რაღაც განსაკუთრებულს გიჩვენებთო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს „რაღაც“, მართლა არაამქვეყნიური ქმნილება იქნებოდა. პირველი დანახვისას კაცმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ იტალიურმა კომპანიამ ეს მართლა მონსტრი, სახელად „ვენენო“, რომელიმე ბლოკბასტერში გადასაღებად შექმნა.

ბერნის 22 რბოლა სურს


Ecclestone wants 22-race calendar in 2014
9 მარტი
ფორმულა ერთის გუნდები იმაზე წუწუნებენ, რომ კალენდარში ოცი ეტაპიც კი ბევრია, ბერნი ეკლსტროუნი კი იმედოვნებს, რომ 2014 წლიდან კალენდარი 22 რბოლამდე გაიზრდება. არადა, ამ სეზონშიც ერთი რბოლა უკვე გამოაკლდა - ნიუ ჯერსი ვერ ასწრებს ეტაპის მასპინძლობისთვის საჭირო ყველა პირობის შესრულებას.

„კია პროვომ“ პოლიტიკოსები გააბრაზა


Kia's Provo Concept Draws Fire from Northern Ireland Politician
9 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეპტუალური ავტომობილი „კიამ“ წარადგინა, მაგრამ კორეული კომპანიის „პროვომ“ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკოსთა აღშფოთება გამოიწვია და ამის მიზეზი, მისი სახელი გახდა. საქმე ისაა, რომ ირლანდიის რესპუბლიკის დროებითი არმიის (IRA) ჯარისკაცებს მეტსახელად „პროვოსს“ ეძახდნენ, მათ კი ბრიტანეთში 1967-77 წლებში არაერთი სისხლიანი ტერორისტული აქტი განახორციელეს.

„ალპინი“ ლე მანს უბრუნდება

Renault Announces 2013 LeMans Debut for Alpine with a Nissan-Sourced Engine
9 მარტი

„რენო“ დიდი მონდომებით ემზადება ბრენდ „ალპინის“ აღსადგენად. ამ მარკით პირველ სპორტულ ავტომობილს რომბები 2016 წელს გამოუშვებენ, მანამდე მას საბროლო ტრასებზე დააბრუნებენ. ამ საქმეში ფრანგულ კომპანიას ბრიტანულ-მალაიზიური „კატერჰემი“ ეხმარება, რომელიც მისი პარტნიორია ფორმულა ერთში.

„სუზუკი SX4“ გაიზარდა და დამშვენდა

New Suzuki SX4 is Bigger, Bolder and Better, Sets its Sights on the Qashqai
9 მარტი

ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „S-ქროს“, პირველად შარან ვიხილეთ და მაშინვე „სუზუკიმ“ გვაუწყა, რომ ეს სრულიად ახალი SX4-ის მახარობელია. თუ ადრე ეს ქროსოვერი ევროპული B-კლასის წევრი იყო, ამიერიდან მან C-კლასში გადაინაცვლა. ანუ, სუბკომპაქტური იყო და კომპაქტური გახდა. აქ კი მას ისეთი სერიოზლი კონკურენტი ეყოლება, როგორიცაა „ნისან ქაშკაი“.