დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 7, 2013

„ფორდ ტურნეო“ მთელი ოჯახით ჟენევაში

Ford Debuts Tourneo Courier, Custom and Connect Vans in Geneva
7 მარტი

თუ მანქანა ადამიანების გადასაყვანად გინდათ, მაშინ ეს ავტომობილი აუცილებლად მოგეწონებათ. „ფორდმა“ ჟენევაში მინივენ „ტურნეოს“ მთელი ოჯახი წარადგინა, რომელიც სამი წევრისგან შედგება. ესენი არიან „კურიერი“, „კასტომი“ და „კონექტი“. მთავარი განსხვავება ამ სამ ავტომობილს შორის, მათს სალონში არსებული სავარძლების რიცხვია, რომელიც ხუთიდან ცხრამდე მერყეობს.

„როლს როის ვრეიტი“ - ლიმუზინი სპორტული ხასიათით


The Wraith is Rolls Royce's Idea of a High-Performance Fastback Coupe
7 მარტი

როგორ შეძლეს „ვრეიტის“ დიზაინერებმა“ ამ გიგანტის ასეთ ელეგანტურ ავტომობილად გამოძერწვა, ეს ალბათ მხოლოდ მათ იციან. „როლს როისმა“ რომ მესამე მოდელის გამოშვების შესახებ, ფოტო ტიზერის გავრცელებით გვაუწყა, ალბათ ყველამ „ფანტომისა“ და „გოსტის“ მსგავსი ოთხბორბლიანი კრეისერი წარმოიდგინა. რა თქმა უნდა, ის გაბარიტებით პირველ ორს არ ჩამორჩება, მაგრამ უფრო ამქვეყნიურიცაა.

ფერფლიდან აღმდგარი „გუმპერტი“ ჟენევაში

Gumpert Rises From its Ashes and Appears at the Geneva Auto Show
7 მარტი

შვედური „კიონიგსეგისგან“ განსხვავებით, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ „გუმპერტს“ დალხენილი ცხოვრება არ აქვს - შარან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მაგრამ შემდეგ ახალი ინვესტორი (მისი ვინაობა არ ქვეყნდება) გამოუჩნდა, რომელმაც კომპანიას ახალი სული შთაბერა. ამის აღსანიშნავად, „გუმპერტმა“ ჟენევის მოტორ შოუზე მომცრო პავილიონი დაიქირავა.

ვიდეო ტური ჟენევის მოტორ შოუს პრემიერებიდან (ვიდეო)

A Video Tour of the 2013 Geneva International Motor Show Premieres
7 მარტი
დასრულდა ჟენევის მოტორ შოუს ყველაზე დატვირთული, პრესის დღეები და მასთან ერთად, ახალი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილების პრემიერები. ახლა ფართო საზოგადოების ჯერია, რომელსაც საავტომობილო სიახლეების სანახავად ათი დღე აქვს. როგორც ყოველთვის, ჟენევის პალექსპოს საგამოფენო ცენტრში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო აეროპორტ კუენტრენიდან ორ ნაბიჯშია, 700 000-ზე მეტ დამთვალიერებელს ელიან.