Tuesday, March 5, 2013

„ალფა რომეო გლორია“ - ტურინელ სტუდენტთა კონცეპტი

IED's Alfa Romeo Gloria is a Concept for a Sporty Looking Sedan
5 მარტი

ამ ავტომობილს „ალფა რომეოსთან“ ჯერ მხოლოდ სახელი და მილანური კომპანიის ავტომობილების ზოგიერთი საფირმო დეტალი (მაგალითად, რადიატორის ბადე) აკავშირებს. სხვა მხრივ, მათ ამ ეტაპზე საერთო არაფერი აქვთ. „ალფა რომეო გლორია“ ოთხკარიანი, სპორტული სედანის ტიპის ავტომობილია, რომელზეც ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის ტრანსპორტის დიზაინის ფაკულტეტის ოცმა სტუდნტმა იმუშავა. ეს მათი სადიპლომო ნამუშევარია.

„ფორდის“ დებიუტანტი - უგზოობის მინი ავტომობილი „ეკოსპორტი“

Ford Introduces European EcoSport Mini SUV at the Geneva Motor Show
5 მარტი
„ნისან ჯუკის“ წარმატება თვალსაჩინოა და ბუნებრივია, იაპონური კომპანიის კონკურენტებს ეს არ გამორჩენიათ. რა უნდა ყოფილიყო ლოგიკური პასუხი? რა თქმა უნდა, ამ სეგმენტში შესვლა და „ჯუკის“ კონკურენტის გამოშვება. დიდი ავტომწარმოებლების უმეტესობა ახლა სწორედ ამითაა დაკავებული. ზოგმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, ზოგი ახლა დგამს, ზოგიც მალე გადადგამს. მოკლედ, ისეთი სიტუაცია იქმნება - ბორდურთან ადგილი რომ გამოჩნდება და მის დაკავებას რამდნიმე ავტომობილი ცდილობს...

„სანიონი“ თავის მომავალ ქროსოვერს გვაცნობს

SsangYong Hints at Future Crossover with SIV-1 Concept
5 მარტი
ჟენევაში „სანიონის“ მთავარი სიახლე არის კონცეპტუალური SIV-1, რომელიც კორეული კომპანიის განცხადებით, მისი მომავალი საშუალო ზომის პრემიუმ დონის ქროსოვერია, რომელსაც „სანიონის“ გამაში მალე სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭება.

„კიონიგსეგ ჰუნდრა“ - მეასე სუპერ ავტომობილი 10 წელიწადში

Koenigsegg Celebrates 100th Car Built in 10 Years With One-Off Hundra Special
5 მარტი
თანამედროვე ავტოინდუსტრიაში, ისეთი ელიტარული სეგმენტიც კი, როგორიც სუპერ (და ჰიპერ) ავტომობილების სეგმენტია, ძალიან გადაიტვირთა. ამიტომ, აქ საქმის ნულიდან დაწყება უაღრესად ძნელი და სარისკო საქმეა. მაგრამ ათი წლის წინ, შვედმა ბიზნესმენმა ქრისტიან ფონ კიონიგსეგმა გარისკა და ამით დღესაც საფუძვლიანად ამაყობს. მისი სიამაყის საბაბი ის ჰიპერ ავტომობილებია, რომლებსაც მისი მოგვარე კომპანია - „კიონიგსეგი“ აწარმოებს.

„ფერარი ლაფერარი“ - სუპერ ავტომობილების ახალი ეტალონი

2013 LaFerrari: Ferrari Enzo Successor Revealed in Geneva
5 მარტი
ალბათ იტყვით, რომ იმ დროს, როდესაც სუპერების ელიტარულ კლუბში ისეთი შედევრები ფიგურირებს, როგორებიცაა „მაკლარენ P1“ და „ლამბორგინი ავენტადორი“ (სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ), ეტალონის არჩევა ცოტა უხერხულია. მაგრამ ალბათ საკამათო არაა ისიც, რომ ამიერიდან, როდესაც მსგავს ახალ ავტომობილს ვინმე წარადგენს, პირველ რიგში, მას სწორედ „ფერარის“ შესანიშნავ ქმნილებას შეადრის.