Monday, March 4, 2013

„მანსორი კარბონადო“- „ავენტადორი“ 1233 ცხენის ძალით

Mansory Carbonado is a Twin-Turbocharged “Stealth” Aventador with 1,233HP
4 მარტი
ამის მკითხველი იმ სამ ადამიანს (მილიარდერს) შორის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რომლებმაც „ლამბორგინის“ უახლესი „ვენენო“ ვერ შეიძინეს. ბოლოს და ბოლოს, ეს ავტომობილი 3.6 მილიონი ევრო ღირს და მას სამ ეგზემპლარზე მეტს არ დაამზადებენ. თუმცა, თუ ამ თანხის გაღების საშუალებას ჯიბე გაძლევთ და რაღაც განსაკუთრებულის შეძენა გსურთ, ამის შესაძლებლობას გერმანული ტუნინგ ატელიე „მანსორი“ გაძლევთ.

„იტალდიზაინის“ კონცეპტები „ლამბოს“ ძრავით


Italdesign Presents Lamborghini V12-Powered Parcour Coupe and Roadster Crossover Concepts
4 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, იტალიური ატელიე „იტალიდიზაინი“ ორ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომელთაგან ერთი კუპე ქროსოვერია, მეორე კი - როდსტერ ქროსოვერი. ორივე ორადგილიანია და „ლამბორგინის“ ძრავითაა აღჭურვილი. ორივეს „პარკური“ ჰქვია, სპორტის ექსტრემალური სახეობის სახელი.

რობერტ კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს


Robert Kubica to compete in WRC2 in 2013 for Citroen
4 მარტი
რობერტ კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე კატეგორიაში (WRC2), „სიტროენ DS3 RRC-თ“ (RRC - რეგიონული რალის ავტომობილი) იასპარეზებს. ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, წრიულ რბოლებს ისევ რალი ამჯობინა. სწორედ რალის ტრასებზე შედგა უმძიმესი ავარიის შემდეგ მისი დაბრუნება. პოლონელმა იტალიასა და საფრანგეთში რბოლების მოგებაც კი შეძლო.

მეშვიდე თაობის „გოლფი“ წლის ავტომობილია


COTY 2013: VW Golf Mk7 Wins this Year's Competition to No One's Surprise
4 მარტი
„ფოლკსვაგენის“ მეშვიდე თაობის „გოლფი“ ევროპის 2013 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ამ კონკურსის ისტორიაში ეს სულ მეორე შემთხვევაა, როდსაც ერთი ავტომობილი (რა თქმა უნდა, სხვადასხვა თაობის) მეორედ ახერხებს ამ საპატიო ჯილდოს მოპოვებას. პირველმა ეს „რენო კლიომ“ შეძლო.

ესეც „როლს როის ვრეიტი“


New Rolls-Royce Wraith Coupe, First Official Photos
4 მარტი
ახალი და ყველა დროის უმძლავრესი „როლს როისის“ საიდუმლო, მის მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გამჟღავნდა. ავტომობილების თემაზე სპეციალიზებულმა ვებგვერდებმა წამში გაავრცელეს ფასტბეკ „ვრეიტის“ ფოტოები გაავრცელეს.

„რედ ბული“ ან ბლეფობს, ან კრიზისშია

Red Bull bluffing or struggling as new season looms
4 მარტი
დასრულდა წინასასეზონო ტესტები. ორი კვირაც და მელბურნის ალბერტ პარკის ტრეკზე ფ1-ის ბოლიდები აგუგუნდებიან. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, ვინ იბრძოლებს გამარჯვებებისთვის და ვის ექნება საჩემპიონო პრეტენზიები. ტესტებმა ამ კითხვებს ნაწილობრივ გასცა პასუხები, მაგრამ ეს პასუხები არადამაჯერებლად მოჩანს, რადგან ტესტებზე ყველა მანქანის სრულყოფას ცდილობს და არავინაა დაინტერესებული საუკეთესო დროის დაფიქსირებით.

ვებერი წასვლას ჯერ არ აპირებს

Webber not targeting 2013 retirement
4 მარტი

მარკ ვებერი ფ1-ის ყველაზე ხნიერი მრბოლი გახდა. ეს საპატიო წოდბა მან მიხაელ შუმახერისგან გადაიბარა და ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ავსტრალიელი მალე ლეგენდარულ გერმანელის კვალს გაჰყვება, ანუ ფ1-დან წავა. 37 წლის ვებერს „რედ ბულთან“ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება. და მისი წასვლის ალბათობაც ამიტომ გაიზარდა.