Sunday, March 3, 2013

„ლამბორგინი ვენენო“ - პრემიერა ჟენევაში

New Lamborghini Veneno Leaked, It's a $4.7 Million V12 Special
3 მარტი
ეს არის ავტომობილი, რომლით გაკვირვებასაც „ლამბორგინი“ გვპირდებოდა. ჟენევაში მისი ჩვენებით, იტალიური კომპანია თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ლამბოს“ ეს ავტომობილი მკაცრად გასაიდუმლოებული ჰქონდა, თუმცა გუშინ „სანდი ტაიმსმა“ მის შესახებ ინფორმაცია ონლაინ ფურცლებზე გამოაქვეყნა და... მაშინვე წაშალა.

ჰამილტონი: „მერსედესს“ გამარჯვება შეუძლია

Lewis Hamilton says Mercedes can win a race this season
3 მარტი
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ უთქვამს, ამ სეზონში გამარჯვების იმედი არ მაქვსო, ტესტების დასრულების შემდეგ, ლუის ჰამილტონის განწყობა უფრო ოპტიმისტური გახდა. ბარსელონაში „მერსედესის“ პილოტებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო დრო, რამაც მათი ოპტიმიზმი გააღვიძა.

„ლოტუსი“ სეზონს ოპტიმისტური განწყობით იწყებს

Lotus optimistic it will be a factor in Formula 1 2013 lead battle
3 მარტი
დასრულდა წინასასეზონო ტესტები, გუნდბმა დაგეგმილი პროგრამები შეასრულეს და ახალი სეზნისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ორი კვირაც და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს მელბურნში, ალბერტ პარკის ტრეკზე ვნახავთ. ზოგი მათგანი ოპტიმისტურადაა განწყობილი, ზოგი პროგნოზებს ერიდება, ზოგი კი წინასწარვე შეგუებულია იმას, რომ მდევრის როლში ყოფნა მოუწევს...

„ჰონდას“ ინჟინრები „მაკლარენის“ ცენტრში უკვე მუშაობენ

Honda engineers already at McLaren – report
3 მარტი

როგორც ჩანს, „მაკლარენი“ და „მერსედესი“ მალე დაასრულებენ პარტნიორობას. ეს მას შემდეგაა მოსალოდნელი, რაც გერმანულმა კომპანიამ ფ1-ში საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ რეალურად, „მაკლარენი“ აღარ იქნებოდა ექსკლუზიური პარტნიორი და ისიც სამქიმიანების ძრავების ისეთივე მომხმარებელი გახდებოდა, როგორიც „ფორს ინდიაა“. ეს კი რონ დენისის ამბიციებს არ შეესაბამება.

„პინინფარინა სერჯო“ - დიდი დიზაინერის საპატივცემულოდ

Pininfarina Previews Sergio Tribute Speedster Concept
3 მარტი

„პინინფარინას“ მორიგი კონცეპტუალური ავტომობილი, ლეგენდარულ სერჯო პინინფარინას ხსოვნას ეძღვნება, ვინც იტალიურ ატელიეს 40 წელი ხელმძღვანელობდა და რომელიც შარშან გარდაიცვალა. ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ. დღეს კი „პინინფარინამ“ ან ავტომობილის ესკიზი გაგვაცნო.