Wednesday, February 27, 2013

KTM ჟენევაში შემინულ „X-ბოუს“ წარადგენს

KTM reveals slightly more accommodating X-Bow GT ahead of Geneva
27 თებერვალი
მოტოციკლების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია KTM-ის როდსტერი „X-ბოუ“ საკმაოდ პოპულარულია იმ ავტომოყვარულებს შორის, რომლებიც ავტომობილში პირველ რიგში, მართვადობას და მანევრულობას აფასებენ.სხვა თუ არაფერი, ეს ავტომობილი ჩემპიონთა რბოლების უცვლელი ატრიბუტია. მოკლედ, ის ადრენალინის მოყვარულთათვისაა შექმნილი.

„ჰიუნდაი იუროპი“ ევროპულ ბაზარზე წილის შენარჩუნებას ვარაუდობს

Hyundai Europe expects to keep market share in 2013
27 თებერვალი
„ჰიუნდაის“ ევროპულ შტოს იმედი აქვს, რომ შეინარჩუნებს ევროპული ბაზრის იმ 3.5 პროცენტს, რომელიც გასულ წელს მოიპოვა. „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მთავარ აღმასრულებელ ალან რუშფორტის თქმით, 2013 წელი კონსოლიდაციის წელი იქნება, რასაც გაყიდვების ზრდის მორიგი ეტაპი უნდა მოჰყვეს.

„ლენდ როვერი“ ჟენევაში ახალ 9-საფეხურიან ტრანსმისიას გაგვაცნობს

Land Rover to Debut New 9-Speed ZF Automatic Transmission in Geneva
27 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ ახალ, 9-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიას წარადგენს. გადაცემათა კოლოფი კომპანია ZF-ის მიერაა შემუშავებული, რომელიც სწორედ ტრანსმისიების წარმოებაზეა სპეციალიზებული. რა თქმა უნდა, ამ სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა „ლენდ როვერის“ სპეციალისტებმაც მიიღეს.

„ჰონდა“ შესაძლოა ფ1-ის ძრავზე მუშაობს


Gilles Simon working on F1 engine for Honda
26 თებერვალი
როგორც ჩანს, ფორმულა ერთში „ჰონდას“ დაბრუნება გადაწყვეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანია, რომელმაც დიდი პრიზების ცირკი 2008 წელს დატოვა (გლობალური ფინანსური კრიზისის გამო), უკვე მუშაობს ახალ, V6 ტურბო ძრავზე, რომელიც შესაძლოა, 2014 წლიდან „მაკლარენის“ მანქანებზე ვიხილოთ.