Paddy Lowe to leave McLaren for Mercedes later
this year
25 თებერვალი
„მაკლარენის“ აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორი პადი
ლოუ გუნდში ამ სეზონშიც დარჩება და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება იმის უფლება, რომ „მერსედესში“
მუშაობას შეუდგეს. ამასთან, უოკინგელებმა ის საქმეებს უკვე ჩამოაშორეს და მის
პოსტზე ტიმ გოსი აიყვანეს, ვინც ოც წელზე მეტია, „მაკლარენში“ სხვადასხვა
ფუნქციებს ასრულებს. ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ლოუს ხელი არ მიუწვდებოდეს „მაკლარენის“
იმ სიახლეებზე, რომლებსაც ეს გუნდი 2014 წლის მანქანისთვის შეიმუშავებს.