დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 25, 2013

პადი ლოუ „მაკლარენიდან“ „მერსედესში“ მოგვიანებით გადავა

Paddy Lowe to leave McLaren for Mercedes later this year
25 თებერვალი

„მაკლარენის“ აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ გუნდში ამ სეზონშიც დარჩება და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება იმის უფლება, რომ „მერსედესში“ მუშაობას შეუდგეს. ამასთან, უოკინგელებმა ის საქმეებს უკვე ჩამოაშორეს და მის პოსტზე ტიმ გოსი აიყვანეს, ვინც ოც წელზე მეტია, „მაკლარენში“ სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს. ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ლოუს ხელი არ მიუწვდებოდეს „მაკლარენის“ იმ სიახლეებზე, რომლებსაც ეს გუნდი 2014 წლის მანქანისთვის შეიმუშავებს.

მასა: ახალი „ფერარი“ შარშანდელზე უკეთესია


New Ferrari 'much better' than 2012 – Massa
25 თებერვალი

ფელიპე მასა ირწმუნება, რომ შარშანდელ ბოლიდთან შედარებით, „ფერარის“ ახალი სარბოლი ავტომობილი გაცილებით უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მანქანას კონკურენტუნარიანობა აკლდა, ფერნანდო ალონსომ მაინც თითქმის მთელი სეზონი ლიდერის რანგში გაატარა და ტიტული მხოლოდ ბოლო რბოლის ბოლო წრეებზე დათმო.

„რენომ“ ფ1-ის 2014 წლის სეზონის ტურბო V6 გაგვაცნო

Renault Reveals 2014 Formula 1 Power Unit V6
25 თებერვალი
ფორმულა ერთში ახალი რეგლამენტი მოქმედებას მერმისს იწყება, მაგრამ ძრავების მიმწოდებლები ამ ცვლილებისთვის უკვე ემზადებიან. თავისი ახალი, 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავი პირველმა „მერსედესმა“ გაგვაცნო. დღეს კი მას „რენო“ დაემატა, რომელმაც გერმანული კომპანიისგან განსხვავებით, თავისი ახალი აგრეგატის ფოტოსთან ერთად, მისი ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელიც გამოაქვეყნა.

„ასტონ მარტინ რეპიდი“ „ბერტონეს“ ვერსიით

Bertone Makes a One-Off Shooting Brake Model Out of the Aston Martin Rapide
25 თებერვალი
კერძო შეკვეთებით ავტომობილებს „ასტონ მარტინიც“ ამზადებს. მისი ბრიტანელი შემკვეთი მალე მიიღებს ავტომობილს, რომელიც „ასტონმა“ ოთხკარიან კუპე „რეპიდის“ ბაზაზე, ეგრეთ წოდებულ შუტინგ ბრეიკ ძარით დაუმზადა. ავტომობილს „ჯეტ 2+2“ დაარქვეს, მისი დიზაინი კი იტალიურმა ატელიე „ბერტონემ“ შეიმუშავა. სწორედ „ბერტონე“ წარადგენს ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე, რის შემდეგაც, მას შემკვეთს გაუგზავნიან.

„ალფა რომეო 4C“ 240 ცხენის ძალით

Alfa Romeo 4C Gets 236HP, First Image of the Interior Revealed
25 თებერვალი
ახლოვდბა ჟენევის მოტორ შოუ და სულ უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყნდება მისი ექსპონატების შესახებ. ზოგს თვითონ მწარმოებლები აქვეყნებენ, ზოგზე კი მოხერხებული რეპორტიორები ახერხებენ ფოტოების და ცნობების მოპოვებას. ზოგი კომპანია მხოლოდ ფოტო და ვიდეო ტიზერებს, ულუფებად აქვეყნებს, რითაც საზოგადოების ყურადღებას წინდაწინ იქცევს და თავისი სიახლისადმი ინტერესსაც აღვივებს.

„ფორდი“ უგზოობის ინოვაციურ „ეკოსპორტს“ ჟენევაში წარადგენს

Ford to Debut Innovative EcoSport in Geneva
25 თებერვალი
„ფორდს“ ბაზარზე გამოაქვს სრულიად ახალი ავტომობილი, რომელსაც სუბკომპაქტური უგზოობის ავტომობილების სეგმენტში, კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. და საქმე მხოლოდ მის ეფექტურ გარეგნობაში არაა. ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლებმაც მისი ექსპლუატაცია უნდა გააიაფოს და გააადვილოს კიდეც.