Saturday, February 23, 2013

„ჰიუნდაი გრანდ სანტა ფე“ - პრემიერა ჟენევაში

2013 Hyundai Grand Santa Fe Heading to Geneva
23 თებერვალი
სწორედ ასე ეწოდება „სანტა ფეს“ შვიდადგილიან ვერსიას, რომელიც კორეულმა კომპანიამ პირველად ნიუ იორკის შარშანდელ ავტო შოუზე წარადგინა. მალე კი ამავე ავტომობილს ევროპელებს შესთავაზებს. „გრანდ სანტა ფეს“ ევროპული პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.

„მაკლარენის“ ელექტრონიკა გუნდებს პრობლემებს უქმნის

McLaren software causing problems for F1 teams
23 თებერვალი

ფორმულა ერთის გუნდებისთვის, მარტო „პირელის“ სწრაფად ცვეთადი საბურავები არ არის პრობლემა. ისინი ასევე ჩივიან, რომ ბევრ პრობლემას ქმნის კონტროლის ელექტრონული სისტემის მუშაობა, სისტემის, რომლითაც ყველა გუნდს „მაკლარენის“ შვილობილი კომპანია „მაკლარენ ელექტრონიკ სისტემზი“ ამარაგებს. ეს უფლება უოკინგელებმა FIA-სგან ოფიციალურად, ტენდერის შემდეგ მიიღეს და ახლახანს, კონტრაქტიც გააგრძელეს.

„ფოლკსვაგენის“ საოცრად ეკონომიური სერიული ავტომობილი

Volkswagen Unveils Production 0.9lt/100km or 261MPG XL1 Plug-in Hybrid
23 თებერვალი
„ფოლკსვაგენმა“ შარშან პირობა დადო, რომ სუპერ ეკონომიურ კონცეპტუალურ XL1-ს კონვეიერზე დააყენებდა. და პირობა შეასრულა! ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას მალე ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.

ახალი „ჯიპ ჩეროკი“

2014 Jeep Cherokee Officially Revealed
23 თებერვალი

„ჯიპს“ სიახლე აქვს - ახალი „ჩეროკი“. ამ სიახლის ოფიციალურ პრემიერას „კრაისლერი“ ნიუ იორკის საერთაშრისო ავტო შოუზე გეგმავს. და როგორც ჩანს, მის გახმაურებას ჯერ არ აპირებდა. მაგრამ ინტერნეტ გამოცემა „იალოპნიკზე“ ახლახანს „ჯიპის“ ქარხანაში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ახალი „ჩეროკი“ შეუნიღბავად არის გადაღებული.