დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 12, 2013

„ფორდ ფოკუს RS“ 2.3-ლიტრიანი ტურბოთი

New Ford Focus RS to Stick with FWD, Reportedly Share a 2.3L Turbo with the…Next Mustang!
12 თებერვალი

იყო დრო, როდესაც 300 ცხენის ძალით სუპერ ავტომობილები თუ დაიკვეხნიდნენ. ბევრისთვის ეს საოცნებო ზღვარი იყო, რომელსაც მწარმოებლები რეკლამისას აუცილებლად იყენებდნენ. მაგრამ დღეს სუპერები ათასებს ეპოტინებიან, მათს ძველ სიამაყეს კი კომპაქტური ჰეჩბეკები, უფრო სწორედ, მათი ტემპერამენტიანი ვერსიები ითვისებენ.

„ალფა რომეო 4C“ ჟენევურ პრემიერამდე

Alfa Romeo 4C Mid Engine Sports Coupe: This is it, The Production Model
12 თებერვალი
ორი წლის წინ, „ალფა რომეომ“ ჟენევის მოტორ შოუზე კონცეპტუალური კუპე 4C წარადგინა, რომელმაც საუკეთესო შეფასებები მიიღო. მაგრამ გავიდა ორი წელი, სანამ იტალიური კომპანია მას წარმოებისთვის მოამზადებდა. და აი, ისევ ჟენევაში, მის უკვე სერიულ ვერსიასაც ვიხილავთ. ოფიციალურ პრემიერამდ სამი კვირით ადრე კი „ალფა 4C-ს“ ფოტოები და მწირი ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელდა.

„როლს როის ვრეიტმა“ თეძოები გამოაჩინა


New Rolls-Royce Wraith Coupe's Slow Strip Tease Continues
12 თებერვალი
საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის „როლს როისის“ სრულიად ახალ ავტომობილს, სახელად „ვრეიტ“, რომელიც ბრიტანული კომპანიის გამაში ყველაზე მძლავრი ავტომობილი გახდება. მოლოდინის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად, „როლსმა“ პრემიერამდე ფოტო ტიზერების გავრცელება დაიწყო.