Monday, February 11, 2013

ბრაუნი ჰამილტონის კრიტიკით კმაყოფილია

Brawn happy with Hamilton's criticism
11 თებერვალი
როს ბრაუნი ამბობს, რომ სულაც არ დარდობს იმის გამო, რომ ლუის ჰამილტონმა ახალი ბოლიდი გააკრიტიკა. „მაკლარენში“ გატარებული ექვსი სეზონის შემდეგ, ჰამილტონს პირველად მიეცა სხვა გუნდის მანქანის მართვის საშუალება. და პირველივე ტესტი, მუხრუჭების გაუმართაობის გამო, ავარიით დაასრულა. უფრო მეტიც, პირველ ტესტებზე პრობლემები ჰქონდა მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც.

„ნისანი“ კომპაქტურ ჰეჩბეკს ბარსელონას ქარხანაში გამოუშვებს

Nissan to Build Upcoming VW Golf Rival at Barcelona Plant
11 თებერვალი

„ნისანს“ გეგმაში ჰქონდა, რომ კომპაქტური ჰეჩბეკი, რომლითაც ევროპულ ბაზარზე კონკურენციას „ფოლკსვაგენ გოლფსა“ და „ოპელ ასტრას“ გაუწევდა, სანდერლენდის (ბრიტანეთი) ქარხანაში გამოეშვა. „ინფინიტის“ პრემიუმ კომპაქტ „ეთერეასთვის“კი კონტრაქტი „მაგნა შტეირთან“ ჰქონდა, რომელსაც ეს ავტომობილი თავის ავსტრიულ ქარხანაში უნდა ეწარმოებინა.

„ბეემვეს“ შემდეგი X6 უფრო აგრესიულ სტილში შესრულდება

More aggressive look for new BMW X6
11 თებერვალი

„ბეემვე“ უახლოეს 18 თვეში მეორე თაობის X6-ის გამოშვებას გეგმავს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი სპორტული ქროსოვერი მესამე თაობის X5-ის პლატფორმაზე აიგება. ის იქნება პირველ X6-ზე ზორბა, აგრესიული დიზაინით და მიიღებს უახლეს ელექტრონულ მოწყობილობებს.

„უილიამს FW35-მა“ ბოლო ქრეშ ტესტიც გაიარა

New Williams FW35 passes final crash test
11 თებერვალი

„უილიამსის“ ახალმა სარბოლმა ავტომობილმა, რომელმაც ინდექსად FW35 მიიღო, ბოლო ქრეშ ტესტიც წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია. ავტომობილი პირველად ბარსელონას ტესტებზე გამოვა ტრასაზე. ცნობისათვის, ხერესის ტესტებისას, ტრასაზე FW34 იყო, რომელზეც ახალი მანქანის ელემენტები იყო დაყენებული.

რაიკონენს ახალი მანქანა მოეწონა


Kimi Raikkonen encouraged by Lotus form after first test of 2013
11 თებერვალი

კიმი რაიკონენი კმაყოფილია „ლოტუსის“ ახალი ავტომობილით, რომლითაც ხერესის ტესტების ბოლო დღეს, საუკეთესო დრო დააფიქსირა. ამ დროს, მისი მანქანის ბორბლები რბილი საბურავებით იყო შემოსილი. პირველ დღეს კი საუკეთესო მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანი იყო. რაიკონენის თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ „ლოტუსი“ შარანდელზე ძლიერი იქნება. თუმცა, არც იმის მიზეზი არსებობს, რომ შემდეგ ტესტებზე მანქანამ იმედები გაუცრუოს.

„ლენდ როვერისთვის“ შეზღუდული მიწოდება მოგებიანია


For Land Rover dealers, tight supply helps profitability
11 თებერვალი
ამერიკაში ახალ „რეინჯ როვერზე“ ტაციაობაა. დილერების უმეტესობას, ზაფხულამდე ყველა ავტომობილი გაყიდული აქვთ. ავტომობილი, რომელიც ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდა, შოურუმებში იშვიათად ჩერდება. შექმნილია სიტუაცია, როდესაც მიწოდება მოთხოვნას გვარიანად ჩამორჩება.