Saturday, February 9, 2013

„ბეემვეს“ მე-3 სერიის გრან ტურიზმო

New BMW 3-Series Gran Turismo
9 თებერვალი
ბავარიულმა კომპანიამ სამი წლის წინ, მე-5 სერიის გრან ტურიზმოს გაყიდვა დაიწყო, თუმცა ეს ავტომობილი, მისი მწარმოებლისთვის სასურველი მოთხოვნით ვერ სარგებლობს. და მაინც, ყოველივეს მიუხედავად, „ბეემვემ“ მე-3 სერიის სედანის ბაზაზეც შექმნა GT ვერსია, რომელიც ორი დღის წინ, ინტერნეტით გაგვაცნო. კომპანიის განმარტებით, „ამ ავტომობილში სედანის სპორტულ-დინამიური გენები, ტურინგის უნივერსალურობასა და პრაქტიკულობასთანაა შერწყმული, რაც სალონში სივრცეს ზრდის და კომფორტს აუმჯობესებს“.

„ტორო როსოს“ „რენოს“ ძრავებზე გადასვლა სურს

Toro Rosso seeking switch to Renault engines
9 თებერვალი

„ტორო როსო“ არ მალავს, რომ „ფერარის“ ძრავების ნაცვლად, „რენოს“ ძრავებზე გადასვლა სურს და იმედი აქვს, რომ „რედ ბულთან“ ახლო „ნათესაობა“, ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. და თუ მიზანს მიაღწევს, იმ ტრანსმისიებსაც მიიღებს, რომლებსაც „წითელი ხარები“ იყენებენ.

„კიამ“ ჩიკაგოს სპორტული ქროსოვერი უჩვენა

Kia Guns for BMW with New Cross GT Concept at Chicago Auto Show
9 თებერვალი
იმ დროს, როდესაც გერმანელი პრემიუმ ავტომწარმოებლები პატარა მანქანების სეგმენტებში დამკვიდრებას ცდილობენ, კორეული კომპანიები  „ჰიუნდაი“ და მისი შვილობილი „კია“, სულ უფრო ინტენსიურად ეფლირტებიან პრემიუმ და პრემიუმის მახლობელ სეგმენტებს და მყიდველს საშუალო და სრულგაბარიტიან ავტომობილებსაც კი სთავაზობენ.