26 იანვარი
როდესაც ავტომობილის
მამოძრავებლად, ენერგიის ალტერნატიული წყაროს გამოყენებაზეა ლაპარაკი, პირველ
რიგში, „ტოიოტა“ და მისი ჰიბრიდული „პრიუსი“ და მის ბაზაზე წარმოებული ვარიაციები
გაგვახსენდება. ამ მიმართულებით, „PSA პეჟო სიტროენი“ ნაკლებად აქტიურობს და მეტწილად
სხვისი ტექნოლოგიების გამოყენებით გადის ფონს. მაგალითად, „მიცუბიში“ მისთვის
ელექტრომობილ i-MiEV-ს აწარმოებს, რომელსაც ფრანგულ ჯგუფში შემავალი ორივე
კომპანია თავისი ბრენდით ჰყიდის.