დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 17, 2013

„კადილაკის“ ჰიბრიდული კუპე ELR პრემიუმ კლასს დაამშვენებს

Cadillac ELR Hybrid Coupe Packs 207HP, Goes on Sale in Early 2014
17 იანვარი
როდესაც „კადილაკმა“ დეტროიტის 2009 წლის მოტორ შოუზე კონცეპტუალური „კონვერჯი“ წარადგინა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს ავტომობილი აუცილებლად კონვეიერზე დადგებოდა. რა თქმა უნდა, „ჯენერალ მოტორსის“ მარკეტოლოგებმა მიღებული გამოხმაურებებიდან საჭირო დასკვნები გააკეთეს. მაგრამ მაშინ ამერიკული კომპანია გადარჩენისთვის იბრძოდა...

ამჯერად უსწრაფესი რომაა

Nani Roma fastest as Stephane Peterhansel nears win
17 იანვარი

დაკარის 12 ეტაპი მიილია და როგორც ჩანს, სტეფან პეტერანსელს მეთერთმეტე ტიტულის მოპოვებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. მართალია, მე-12 ეტაპზე მას უახლოესმა მდევარმა ხინიელ დე ვილიერსმა ორი წუთი ამოუქაჩა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ 50 წუთთან, რომლებიც ლიდერთან აშორებს.

ლოებმა უპირატესობა გაზარდა


Sebastien Loeb increases lead in Monte Carlo Rally
17 იანვარი
სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალის ორი დღის შემდეგ, მდვრებთან უპირატესობა გაზარდა. ის ახლა წუთნახევარზე მეტს უგებს „ფოლკსვაგენით“ მოასპარეზე სებასტიან ოჟიეს. თავის ლეგენდარულ თანამემამულეს რომ ვერაფერი მოუხერხა, ნარბოლევს ოჟიემ განაცხადა, მიხარია, რომ „სიტროენს“ გამარჯვების საშუალება ეძლევაო...

ალონსო უძლიერეს მეტოქედ ჰამილტონს მიიჩნევს

Alonso says Hamilton still his strongest rival
17 იანვარი
ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში, ლუის ჰამილტონი გამარჯვებებისთვის იბრძოლებს. და ამაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს ის ფაქტი, რომ ბრიტანელი კონკურენტუნარიანი „მაკლარენიდან“, „მერსედესში“ გადავიდა, რომლის ანგარიშზეც ერთადერთი გამარჯვებაა. ალონსო ჰამილტონს უფრო ძლიერ მეტოქედ მიიჩნევს, ვიდრე სებასტიან ფეტელს, ვინც ბოლო სამი სეზონია, ტიტულს არავის უთმობს.

„ჰიუნდაი“ ნურბურგრინგზე საკუთარ სატესტო ცენტრს შექმნის

Hyundai Building its Own Test Center at the Nürburgring Track
17 იანვარი

ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ჰიუნდაის“ ჯგუფი მსოფლიო ბაზრის მოწინავე ხუთეულში შევიდა. კორეული კომპანია თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე იმტკიცებს პოზიციებს და გაყიდვებსაც მუდმივად ზრდის. თუ მისი პროდუქცია ადრე სიიაფით იზიდავდა მყიდველს, ახლა გარეგნულადაც მიმზიდველი გახდა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხითაც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მისი ავტომობილები კარგი სამართავიცაა და მცირე ხარჯითაც გამოირჩევა.

ახალი „ფერარი“ შარშანდელის მსგავსი იქნება

New Ferrari to look similar to 2012 car – boss

17 იანვარი
ამას გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, ოღონდ არ აკონკრეტებს, მსგავსება გარეგნული იქნება, თუ კონსტრუქციული. ანუ, მანქანას ისევ კეხიანი ცხვირი ექნება, თუ - არა. FIA-მ გუნდებს იმის უფლება მისცა, რომ საფეხური, რომელიც მანქანის წინა ნაწილში, რეგლამენტის სპეციფიკური მითითების გამო გაჩნდა, სპეციალური დეტალით დაფაროს, რომლის ფუნქციაც მხოლოდ კეხის დამალვა იქნება.