Sunday, January 13, 2013

გვარიანად შეცვლილი „ჯიპ გრანდ ჩეროკი“

2014 Jeep Grand Cherokee Brings New Looks, Diesel Option and 8-Speed Auto
13 იანვარი
ავტო შოუზე, რომელიც დტროიტში ახლახანს გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალი ავტომობილი „ჯიპ გრანდ ჩეროკია“, რომელიც ახლანდელი მოდელის გადახალისებული და მნიშვნელოვნად შეცვლილი ვერსიაა. ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე კი ამერიკულმა კომპანიამ მისი ფოტოები და მწირი ინფორმაცია, ინტერნეტით გაავრცელა.

გაიცანით ახალი „კორვეტ C7 სტინგრეი“

All-New Corvette Stingray Fully Unveiled, Was it Worth the Wait?
13 იანვარი
არის ეს ის, რასაც „შევროლე კორვეტის“ ფანები ამდენ ხანს ელოდნენ? სუპერ ავტომობილისთვის ზედმეტად თავშეკავებული, სწორხაზოვანი ფორმებით და მასკლ ქარებისკენ გადახრილი გარეგნობით? ასეთი კონსერვატიზმი ალბათ უფრო „კადილაკს“ შეეფერება და ხომ არ აჯობებს, სწორედ პრემიუმ ბრენდით გამოვიდეს ავტომობილი, რომელიც მეშვიდე თაობის „კორვეტის“ სახით წარსდგა დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე? დრო გვაჩვენებს, როგორ მიიღებს „კორვეტ C7 სტინგრეის“ ამერიკული (და არამხოლოდ ამერიკული) საზოგადოება.

„აუდი“ ინტელექტუალურ ჰიბრიდებს ქმნის

Audi developing intelligent hybrids
13 იანვარი
„აუდი“ ახალი ტიპის, ეგრეთ წოდებულ „მცურავ ჰიბრიდულ“ დანადგარზე მუშაობს, რომელიც მძლავრი სტარტერის დახმარებით, ავტომობილის გადაადგილებისას, ძრავის ხშირ ჩართვა-გამორთვას შეძლებს. როგორც გერმანული კომპანია ირწმუნება, ასეთი სისტემა, საწვავის ეკონომიურობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„მერსედესის“ ახალი V6 „ტკბილად ჟღერს“

F1's V6 future sounds 'sweet' - Mercedes
13 იანვარი
ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ ფ1-ის ახალი, ტურბო ძრავების ხმა არ იქნება ისეთივე მიმზიდველი, როგორიც ახლანდელი ატმოსფერული V8 აგრეგატების ჟღერადობაა, თანდათან ქარწყლდება. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია, „მერსედესის“ ფორმულა ერთის ძრავების შეფ ენდი კოუელს ვენდოთ, რომელიც ამბობს, რომ ახალი ძრავი ძალიან ხმაურიანი არაა, მაგრამ „ტკბილად ჟღერს“.

„ლენდ როვერი“ „ევოუკზე“ პატარა ქროსოვერს გამოუშვებს

Land Rover Mulls Sub-Evoque Crossover
13 იანვარი

ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია - „ლენდ როვერი“ თავის ახლანდელ სამოდელო გამას პოზიციებს შეუცვლის და ახალი ავტომობილებით შეავსებს. ერთ-ერთი პირველი სრულიად ახალი ავტომობილი კი, რომელიც მის გამაში მალე გამოჩნდება, პოპულარულ „ევოუკზე“ პატარა ქროსოვერი იქნება. 

პეტერანსელმა ალ-ატიასთან უპირატესობა შეინარჩუნა

Peterhansel keeps advantage over Al-Attiyah
13 იანვარი
ჯერჯერობით, სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე რალი მარათონ დაკარზე, ყველაზე რთული მერვე ეტაპი გამოდგა. ამის მიზეზი კი კალაპოტიდან გადმოსული მდინარე გახდა, რომელიც ბევრი მრბოლისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. შედეგად, ფინიშს მხოლოდ ხუთმა მრბოლმა მიაღწია. ყველას შედეგები ოფიციალურად დაფიქსირდა, დანარჩენებს კი იგივე დრო ჩაუთვალეს, რაც რბოლის ლიდერ სტეფან პეტერანსელს ჰქონდა. მის შემდეგ, ფინიშთან ნანი რომა მივიდა, მაგრამ ამ დროს, ქრონმეტრაჟი უკვე გაჩერებული იყო და ამიტომ, ორიენტირად ფრანგის დრო დათქვეს.

შრეიერი „ჰიუნდაის“ დიზაინსაც გაუძღვება

Peter Schreyer Appointed President of both Hyundai and Kia Design Centers
13 იანვარი

ახლახანს პეტერ შრაიერი „კიას“ პირველი არაკორეელი პრეზიდენტი გახდა. და იმავდროულად, კორეული კომპანიის მთავარი დიზაინერის პოსტიც შეინარჩუნა. ახალი წლის მეორე დღეს კი, „ჰიუნდაიმ“, რომლის ჯგუფშიც შედის „კია“, შრაიერი საკუთარი დზაინის ხელმძღვანელადაც დანიშნა. იმავდროულად, „ჰიუნდაის“ ჯგუფის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა მონ-კოო ჩუნმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანიების ახალი საერთო დევიზი იქნება: „ბრენდის ინოვაციები ხარისხზეა დაფუძნებული“.