12 იანვარი
ახლახანს ვოლფსბურგელებმა გამოაცხადეს, ოჯახის
გაფართოება გავაჩერეთ, ახალი ბრენდების შეძენას აღარ ვაპირებთო. გარეთ აღარ
ყიდულობენ, მაგრამ მეცამეტე ბრენდის შექმნა მაინც გადაწყვეტილი აქვთ. ევროპის უდიდეს
და მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიის ჯგუფს მალე კიდევ ერთი ბრენდი შეავსებს,
რომელიც საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებაზე იქნება სპეციალიზებული.