Friday, January 11, 2013

„რენომ“ პატარა ქროსოვერ „კაპტურს“ საბურველი ახადა

Renault Lifts the Curtain on New Captur Small Crossover, the French Juke
11 იანვარი

„რენო“ პატარა ქროსოვერ „კაპტურის“ მსოფლიო პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე ჩაატარებს, თუმცა ამ ფორუმის გამართვამდე თითქმის თვენახევრით ადრე, ფრანგულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტოები და ზოგიერთი ინფორმაცია გაავრცელა. ასევე ითქვა, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე გაზაფხულის ბოლოს გამოვა.

პეტერანსელმა უპირატესობა ისევ გაზარდა

Stephane Peterhansel sets pace and pulls away
11 იანვარი

დაკარის რბოლის ათგზის ჩემპიონმა (ექვსჯერ მოტოციკლით მოიგო, ოტხჯერ ავტომობილით), ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა დაკარის მეშვიდე ეტაპი მოიგო და საერთო კლასიფიკაციაში ლიდერობა განიმტკიცა. შვიდი ეტაპის შემდეგ, კატარელი ნასერ ალ-ატია მას სამ წუთზე მეტით ჩამორჩება. თუმცა ისეთი ხანგრძლივი და რთული მარათონისთვის, როგორიც დაკარია, ეს უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს.

„მერსედესმა“ ფ1-ის ახალი ტურბო ძრავი წარმოადგინა

Mercedes reveals 2014 Formula 1 engine
11 იანვარი

„მერსედს-ბენცმა“ ფორმულა 1-ის ახალი, 2014 წლის სეზონის ტურბო ძრავი წარმოიდგინა, რომელიც კომპანიის განცხადებით, „ძრავს მოტორსპორტში დააბრუნებს“. ახალი აგრეგატი 1.6-ლიტრიანია, V6 არქიტექტურით. ის უკვე გადის ტესტებს დინამომეტრიულ სტენდზე. გერმანული კომპანიის განცხადებით, სასტენდო ტესტები აჩვენებს, რომ ძრავს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს.

„ჰიუნდაის“ გაყიდვების ახალი შეფი ჰყავს

Hyundai Australia CEO Promoted to Head of International Sales
11 იანვარი

„ჰიუნდაი ავსტრალიას“ აწ უკვე ყოფილი შეფი ედვარდ ლი, ჯორეული კომპანიის გლობალური გაყიდვების დივიზიონის უფროსად დაინიშნა. ის ადგილს გაუცვლის ჩულ-ჰვან (ჩარლი) კიმს, ვინც ერთ დროს, „ჰიუნდაის“ ინდურ და ამერიკულ შტოებში მუშაობდა და ახლა ავსტრალიაში გაუძღვება კორეული კომპანიის საქმეებს.

„როლს როისის“ საუკეთესო წელი

Rolls Royce Reports Best Sales Year Ever in the Company's 108-Year History in 2012
11 იანვარი

„ბენტლის“ მსგავსად, მას შემდეგ, რაც გერმანული კომპანიის ხელში გადავიდა, როლს როისიც“ მუდმივად ზრდის გაყიდვებს. პირველი „ფოლკსვაგენის“ დიდი ოჯახის წევრია, მეორე კი „ბეემვეს“ ჯგუფში შედის. და მართალია, „ბენტლიზე“ თითქმის ორჯერ ძვირ ავტომობილებს ჰყიდის, მაინც მისი ბიზნესიც სულ უფრო ვითარდება.