დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 9, 2013

ახალი „ტოიოტა RAV4“

All-New 2013 Toyota RAV4
9 იანვარი
კომპაქტური ქროსოვერების მოყვარულები მეოტხე თაობის RAV4-ს მოუთმენლად ელოდნენ. რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიდერის პოზიციის განსამტკიცებლად, ამ ავტომობილს „ტოიოტასთვისაც“ დიდი მნიშვნელობა აქვს. და აი, მოლოდინი ახლახანს, ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე დასრულდა, სადაც ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო.

ბერნიმ ავსტრიას და თურქეთს უარი უთხრა

Ecclestone rules out Austria for 2013
9 იანვარი

ავსტრიასა და თურქეთში ფ1-ის რბოლები წელს არ ჩატარდება. სამაგიეროდ, გერმანულ ეტაპს, როგორც ჩანს, ნურბურგრინგი უმასპინძლებს. ამის შესახებ, ბერნი ეკლსტოუნმა ავსტრიულ გაზეთ „კრონენ ცაიტუნგთან“ ისაუბრა. გერმანული ეტაპის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. ნურბურგრინგის წარმომადგენლები ბერნის ლონდონში შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ მოლაპარაკების შემდეგ მიიღებენ.

„სუზუკი სვიფტ სპორტ-ის“ ორი სპეცვერსია ბირმინგემის შოუზე


Suzuki Shows New Limited Edition Swift Sport SZ-R Ahead of Autosport International
9 იანვარი
პირველი საერთაშორისო საავტომობილო დათვალიერება, რომელზეც „სუზუკი“ მიიღებს მონაწილეობას, ბირმინგემის „ავტოსპორტ ინტერნეიშნლია“. მასზე იაპონური კომპანია თავისი ავტომობილების და მოტოციკლების სპეციალურ ვერსიებს წარადგენს.

„ლამბორგინი“ 50 წლის იუბილესთვის ემზადება (ვიდეო)

Lamborghini Gears Up For 50th Ann., Shares Carbon Tech with Boeing Dreamliner
9 იანვარი
ფერუჩო ლამბორგინი
 1963 წელს ფერუჩო ლამბორგინიმ, თავისი კომპანიის მარკით, პირველი ავტომობილი - 350 GTV გამოუშვა. მერე იყო შუაძრავიანი „მიურა“, რომელმაც სპორტული ავტომობილების ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. მას „კოუნტაჩი“, „დიაბლო“ და „მურსიელაგო“ მოჰყვა, რომელთა წყალობითაც, „ლა,ბო“ სუპერ ავტომობილების მწარმოებლად ჩამოყალიბდა.

ულტრა კომპაქტური AMG W04

ULTRA COMPACT AMG W04
9 იანვარი
ფოტოზე შემოხაზულია W03-ის და W04-ის (ქვედა) ის ადგილები,
რომლებიც ყველაზე მეტადაა შეცვლილი
იტალიურმა ინტერნეტ გამოცემა „ომნიკურსმა“ „მერსედესის“ ახალი AMG W04-ის შესახებ, ინფორმაციის მოპოვება შეძლო და ის თავის მკითხველს გააცნო. ავტომობილმა უკვა გაიარა FIA-ს ჰომოლოგაცია და ქრეშ ტესტები. ამ ეტაპზე, ინჟინრები გამალებით მუშაობენ იმისათვის, რომ მანქანა ხერესის ტესტებისთვის მზად იყოს.

„ფერარი“ ახალ მანქანას ხერესამდე გვიჩვენებს

Ferrari to launch new Formula 1 car at Maranello base in February
9 იანვარი

„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის პრეზენტაციას მარანელოში ჩაატარებს და მაშინვე მას ხერესში გადაიტანს, სადაც პირველივე ტესტებში ჩაერთვება. იტალიურ გუნდს ჯერ პრეზენტაციის ზუსტი თარიღი არ გამოუცხადებია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხერესის ტესტები 5 თებერვალს იწყება, სავარაუდოდ, ახალ მანქანას ორი დღით ადრე გვიჩვენებენ.