დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 6, 2013

„ფორდმა“ შარშან ამერიკაში 2 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა

Ford tops 2 million US sales in 2012
6 იანვარი

ამერიკის ბაზარზე, ყველაზე მეტ პიკაპს „ფორდი“ ჰყიდის, მისი F-150 სერიის პიკაპები წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სტატუსს. შარშან კი ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთი მიღწევით გამოიჩინა თავი - ცისფერი ოვალის ლოგოთი, ორ მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა და ამერიკის ბაზარზე, ბრენდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მარკოს ჰულკენბერგი „რედ ბულისთვის“ მოსწონს

Marko eyes Hulkenberg for 2014 Red Bull seat
6 იანვარი
მარკ ვებერს „რედ ბულ რეისინგში“ ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. უკვე რამდენიმე სეზონია, ავსტრიული გუნდი მასთან მხოლოდ ერთი წლით აგრძელებს კონტრაქტს. ავსტრალიელს თითქმის ყოველთვის აქვს იმის მიზეზი, რომ სებასტიან ფეტელთან დუელი წააგოს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი სახით, წითელ ხარებს ის მეორე პილოტი ჰყავთ, რომელიც კონსტრუქტორთა პირველობაზე გასამარჯვებლად საჭირო ქულებს აგროვებს.

„ფერარი ენცოს“ რეპლიკა 400 ცხენის ძალით


This Ferrari Enzo Replica with a 400hp BMW V12 Almost Had us Fooled
6 იანვარი
როგორც წესი, რეპლიკა ავტომობილებს, ანუ რომელიმე ცნობილი ავტომობილის (ყველაზე ხშირად სუპერქარების) ასლებს, ავტომობილის ბაზაზე აწყობენ. საბაზისო ავტომობილს დონორად მოიხსენიებენ და რეპლიკის დამზადება მეტწილად, დონორის ეგრეთ წოდებულ მგორავ შასიზე, სასურველი ავტომობილის ძარას დგამენ. ძარა კომპოზიციური მასალისგან მზადდება, რომლის საფუძვლადაც ყველაზე ხშირად, შუშის ან კარბონის ბოჭკოსგან შექმნილ ქსოვილს იყენებენ.