Monday, December 16, 2013

„ბეემვე“ პლატფორმა UKL1-ზე 11 ავტომობილს გამოუშვებს

BMW Group's New FWD Platform to Underpin 11 New Mini and BMW Models
16 დეკემბერი
„მინის“ ახალი ჰეჩბეკი პირველია იმ 11 ახალი ავტომოილიდან, რომლებსაც „ბეემვე“ საკუთარი და „მინის“ ლოგოთი გამოუშვებს და რომლებიც უახლეს, წინა და სრულ ამძრავიან პლატფორმა UKL1-ზე აიგება. ეს ინფორმაცია გამოცემა „ავტოექსპრესს“, ბავარიული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა მიაწოდა. უახლეს „მინის“ მალე „ბეემვეს“ პირველი მინივენი მოჰყვება, რომელიც გერმანულმა კომპანიამ კონცეპტუალური „ექტივ ტურერ აუტდორის“ სახით, ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა.
„პირველი წინა ამძრავიანი ავტომობილი, რომელსაც „ბეემვე“ გამოუშვებს, „ექტივ ტურერი“ გახდება. ამასთან, ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომელზეც სამცილინდრიან ძრავს დავაყენებთ და მას მომავალი წლის დასაწყისშივე გიჩვენებთ. თქვენ უკვე იხილეთ კონცეპტუალური ვერსია და სერიული მასთან ახლოსაა“, - განაცხადა რობერტსონმა.
მართალია, „ექტივ ტურერი“ ბავარიული კომპანიისთვის პირველი წინა ამძრავიანი ავტომობილი გახდება, მაგრამ უკვე დიდი ხანია, „ბეემვეს“ ამ ტიპის ავტომობილების წარმოების გამოცდილება აქვს - წლიურად დაახლოებით 300 000 „მინის“ აწარმოებს. გარდა ამისა, კომპაქტური ავტომობილების წარმოებაშიც უკვე აღარ ჩაითვლება ახალბედად - წლიურად დაახლოებით 200 000 ცალ პირველი სერიის მოდელს ჰყიდის.
რობერტსონი დასძენს, რომ „მინი“ მალე რვა ახალ ავტომობილს გამოუშვებს, მათ შორის, სამ და ხუთკარიან ჰეჩბეკებს (სამიანის პრემიერა ახლახანს შედგა), კაბრიოლეტის შემცვლელს, „ქლაბმენს“, „ქანთრიმენს“ და „პეისმენს“. გარდა ამისა, აუცილებლად იგეგმება „მაზდა MX-5-ის“ კონკურენტის გამოშვება, რომელმაც „მინი კუპე“ და „მინი როდსტერი“ უნდა შეცვალოს. დაბოლოს, ჩინეთისთვის მინივენის და სედანის წარმოება იგეგმება.

რაც შეეხება „ბეემვეს“ წინა ამძრავიან პროგრამას, მასში მეორე სერიის „ექტივ ტურერის“ 5 და 7-ადგილიანი ვერსიები, X1-ზე პატარა ქროსოვერი (რომელიც აუდის Q1-ის კონკურენტი გახდება) და შესაძლლოა სუბკომპაქტური ჰეჩბეკიც შევა, რომელიც „აუდი A1-ს“ გაუწევს კონკურენციას.

No comments:

Post a Comment