Tuesday, December 17, 2013

„მერსედეს-ბენცი“ S-კლასის სედანის წარმოებას ზრდის

Mercedes Increasing Shifts to Boost S-Class Production
17 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცის“ უახლეს ფლაგმანზე, S-კლასის სედანზე ისეთი მოთხოვნაა, რომ გერმანულ კომპანიას მისი წარმოების გასაზრდელად, ცვლების დროის გაზრდა უწევს. ამ ავტომობილის გარდა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს საავტომობილო ინჟინერიის შედევრად, მოთხოვნა ასევე გაზრდილია სამქიმიანების უკლვებლივ ყველა მოდელზე.
ყოველივეს გამო, „დაიმლერი“ იძულებულია, რომ მომავალი წლიდან თავის ზინდელფინგენის (გერმანია) ქარხანაში, სამუშაო ცვლები 74 საათით გაზარდოს. სხვათა შორის, ეს სამუშაო ცვლების დროის გაზრდის პირველი შემთხვევა არაა. სამქიმიანებმა წელს უკვე დაიწყეს შაბათის ცვლების გამოყენება, სამუშაო დღეებში კი ცვლების დრო ნახევარი საათით გაზარდეს.
„ჩვენი კომპანია ზრდას აგრძელებს, რაშიც შეთავაზებული მოდელების რაოდენობის გაზრდა გვეხმარება. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კი ჩვენ წარმოების მაღალი მოქნილობის წყალობით ვახერხებთ და ასეც გავაგრძელებთ“, - ამბობს „მერსედესის“ წარმოების ხელმძღვანელი ანდრეას რენშლერი.

No comments:

Post a Comment