Sunday, December 1, 2013

„ნისან ჯუკ ნისმო RS“ ლოს ანჯელესში

Nissan Juke NISMO RS Shows Off its 215 HP and Extra Trinkets in LA
1 დეკემბერი
ერთი შეხედვით, პატარა ქროსოვერი „ნისან ჯუკი“ სრულიად „მშვიდობიანი“ ავტომობილია, მაგრამ თუ საქმის კარგად მცოდნე სპეციალისტი შეავლებს ხელს, მისგან „პატარა მხეციც“ დგება. ასეთი სპეციალისტები მრავლად მუშაობენ „ნისანის“ ტემპერამენტიანი ავტომობილების მწარმოებელ შტო „ნისმოში“, რომელმაც „ჯუკის“ ერთი საკუთარი ვერსიის შექმნა უკვე მოასწრო. მაგრამ თურმე ეს საკმარისი არ ყოფილა. ამიტომ, „ნისმოს“ კიდევ ერთხელ მოუწია ამ მანქანით დაკავება და შედეგად იშვა „ნისან ჯუკ ნისმო RS“.
ამ ავტომობილის პრემიერა ახლახანს ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გაიმართა. ის „ნისმო ჯუკზე“ მძლავრიცაა, უკეთაც იმართება და უფრო სპორტულადაც გამოიყურება. ამასთან, მის სალონში „რეკაროს“ წარმოების სპორტულ სავარძლებსაც წააწყდებით. სალონშივე უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალები. ავტომობილი გარედანაც და შიგნიდანაც, შავი და წითელი ფერის შეხამებითაა გაფორმებული.
მორიგი სრულყოფის შემდეგ, 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავის სიმძლავრე 18 ცხენის ძალით, 215 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მაბრუნი მომენტის მაქსიმუმი კი უკვე 285 ნიუტონმეტრს აღწევს. ძრავის გაძლიერება, მისი მართვის სისტემის გადაპროგრამების და გამოსაბოლქვი კოლექტორის სრულყოფით მოხერხდა. ავტომობილი სრულ ამძრავიანია, თუმცა სწორ გზაზე და ნორმალურ პირობებში მოძრაობისას, ის წინა ამძრავიან რეჟიმში მუშაობს, რითაც საწვავს ეკონომიურად მოიხმარს.
ჩვეულებრივ, „ჯუკ ნისმო RS-ს“ მყიდველს უსაფეხურო ვარიატორით შესთავაზებენ, მაგრამ ასევე შესაძლებელია მექანიკური 6-საფეხურიანი ტრანსმისიის შეკვეთა. ამ შემთხვევაში, ბორბლებამდე მამოძრავებელ ძალას გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალი გადაამუშავებს. გარდა ამისა, გაზრდილია შასის გრეხვაზე მედეგობა, ავტომობილის შენელებას კი ზორბა მუხრუჭები უზრუნველყოფს. საკიდარი უფრო ხისტი გახდა, რაც მოსახვევების უკეთ გავლის საშუალებას იძლევა.

No comments:

Post a Comment