Wednesday, December 11, 2013

„მაკლარენ P13“ - პირველი ოფიციალური ინფორმაცია

McLaren P13 first official details revealed
11 დეკემბერი
მალე „მაკლარენის“ სუპერ ავტომობილების გამა ყველა ძირითადი მოდელით შეივსება - ბრიტანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყველაზე სუსტ P13-ს ბაზარზე 2015 წელს გამოიტანს. ეს ავტომობილი ფლაგმან P1-ის სტილში შესრულდება და კონკურენციას „პორშე 911-ს“ გაუწევს. მისი ფასი დაახლოებით 120 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
ახალი ავტომობილი (ეგრეთ წოდებული ენტრი ლეველ) კარბონის კომპოზიტით დამზადებულ იმავე მონოკოკურ შასიზე აიგება, რომელსაც „მაკლარენი“ თავისი პირველი ორი სუპერ ავტომობილისთვის (MP4-12C და P1) იყენებს. ძრავიც ცნობილი 3.8-ლიტრიანი V8-ა (კომპოანია რიკარდოს წარმოების), რომელსაც წყვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება. ოღონდ, მისი სიმძლავრე „მხოლოდ“ 444 ცხენის ძალას მიაღწევს.
„მაკლარენმა“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილის ესკიზიც გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის მთავარ დიზაინერ ფრენკ სტივენსონის მიერაა შექმნილი. P1-თან მსგავსება აშკარაა, თუმცა საერთო ჯამში, P13 ნაკლებად აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა და აეროდინამიკური ელემენტებითაც ნაკლებადაა დატვირთული. თუმცა, ეს ხომ ჯერ მხოლოდ ესკიზია და რა იქნება რეალობაში, ამაზე მსჯელობის საშუალებას არ იძლევა.
სამაგეროდ ახლავე ცნობილია, რომ ამ ავტომობილის წარმოებით „მაკლარენი“ გაყიდველის წლიურ მოცულობას 4 000-მდე გაზრდის. შედარებისთვის, შარშან მხოლოდ 1 400 ცალი ავტომობილი გაჰყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 50 ცალი P1-ის გაყიდვის შემდეგ, უყოკინგელთა ბიზნესი მომგებიანი გახდა. რა მოცულობის მოგებას მოუტანს კომპანიას 4 000 ავტომობილის რეალიზება, ამაზე ჯერ უოკინგელები არაფერს ამბობენ. თუმცა სუპერ ავტომობილების გადატვირთულ ბაზარზე, გაყიდვების ასეთი მოცულობის ასე სწრაფად ათვისება კომპანიისთვის, რომელმაც ეს ბიზნესი სულ სამი წლის წინ დაიწყო, უკვე სოლიდური მიღწევაა.
მართალია, „მაკლარენ ავტომოტივი“ ახალი მოთამაშეა, მაგრამ მის მფლობელ „მაკლარენის“ ჯგუფს ფორმულა ერთში უზარმაზარი გამოცდილება აქვს დაგროვილი, რაც კონკურენტუნრიანი საგზაო ავტომობილების შექმნაში ეხმარება. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ სავარაუდოდ, „მაკლარენის“ გეგმები მხოლოდ სამი მოდლით არ შემოიფარგლება და P13-ს მორიგი სიახლე მოჰყვება. ამასთან, კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს უგზოობის ავტომობილების წარმოებას.

No comments:

Post a Comment