Monday, December 2, 2013

„ჰონდას“ კონცეპტუალური FCEV-ს პრემიერა ლოს ანჯელესში

Honda's LA Auto Show FCEV Concept Lightly Hints at FCX Replacement
2 დეკემბერი
ახლახანს, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე, მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილი (ტუსანი) წარადგინა. მაგრამ ლოს ანჯელესში ეს ამ ტიპის ერთადერთი ავტომობილი არ ყოფილა. იქვე „ჰონდამ“ პირველად გვიჩვენა თავისი ახალი კონცეპტუალური ელექტრომობილი, რომელიც ენერგიის წყაროდ ფიჭურ ელემენტებს იყენებს.
ავტომობილი ფუტურისტულ სტილშია შესრულებული, თუმცა ამით „ჰონდა“ დიზაინზე ყურადღების გამახვილებას არ ცდილობდა. მისი მიზანი, იმ ტექნოლოგიის დემონსტრირება იყო, რომლით აღჭურვილ ავტომობილსაც მალე სერიულად გამოუშვებს. და ეს ავტომობილი მცირესერიულ „FCX კლარიტის“ შეცვლის, რომელიც ასევე ფიჭურ ელემენტებზე მუშაობს. FCEV-ს სერიული ვერსიის გაყიდვები 2015 წელს დაიწყება და მას ჯერ იაპონელ და ამერიკელ მყიდველს შესთავაზებენ, შემდეგ კი - ევროპელებსაც.
საპრეზენტაციო რელიზში აღნიშნულია, რომ ხუთადგილიანი ავტომობილი წყალბადის სრულიად ახალი ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომელსაც წინ მსგავს სისტემასთან, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობანი გააჩნია. მისი წყალობით, შესაძლებელია მძლავრი ელექტრო ძრავის გამოყენება, რომლის სიმძლავრეც 134 და მეტი ცხენის ძალაა. სიმძლავრის სიმკვრივე ლიტრზე 3 კილოვატია, რაც FCX-ის მაჩვენებელზე 60 პროცენტით მეტია.
„ჰონდას“ ინფორმაციით, საწვავით სწრაფი (სამი წუთი) გაწყობის შემთხვევაში, FCEV-ს სერიული ვერსიის სვლის სიშორე 480 კილომეტრი იქნება, რაც „FCX კლარიტის“ მაჩვენებელზე დაახლოებით 100 კილომეტრით მეტია. ამგვარად, ეს ავტომობილი საექსპლუატაციოდ უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე თანამედროვე სუფთა ელექტრომობილებია.

No comments:

Post a Comment