Monday, December 30, 2013

ალენ პროსტი „აღსაფრთოვანებელი“ ტურბო ეპოქის მოლოდინშია

Prost admits new turbo era 'fascinates me'
30 დეკემბერი
ალენ პროსტი აღიარებს, რომ დიდი სიამოვნებით იქნებოდა ფორმულა ერთის პილოტი ახლა, როცა ტექნიკური რეგლამენტი რადიკალურად იცვლება. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ვისაც „პროფესორის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ, ამბობს, რომ წინასწარ მოხიბლულია იმით, რომ ფ1 V6 ტურბო ძრავებზე და „მწვანე“ ტექნოლოგიებზე გადადის და უკან ტოვებს V8 ატმოსფერული აგრეგატების „გაყინულ“ ეპოქას.
პროსტი ახლა 58 წლისაა და ფორმულა ერთის ბოლო ოთხი სეზონის ტრიუმფების თანაავტორის, ძრავების მიმწოდებელი „რენოს“ კეთილი ნების ელჩი და სახეა. მან ტიტულისთვის ბრძოლა სწორედ „ფრანგული კომპანიის გუნდის მანქანით დაიწყო და თავისი მეოთხე ტიტული „რენოს“ ძრავით აღჭურვილი „უილიამსით“ მოიპოვა, რომელიც ფრანგული ძრავების გარდა, დაუმარცხებელ ძალად აქტიურმა საკიდარმაც აქცია.
„ფორმულა ერთს შეჯიბრებითობის მუღამი უბრუნდება, რომელიც ბოლო პერიოდში დაკარგა. ბოლო სეზონებში არასდროს მითქვამს, რომ კარგი იქნებოდა ამ რბოლებში მონაწილეობა. მაგრამ მომავალ სეზონში მონაწილეობას ნამდვილად ვისურვებდი“, - ამბობს პროსტი.

No comments:

Post a Comment