Tuesday, December 31, 2013

შუმახერის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

Michael Schumacher's condition improves after second operation
31 დეკემბერი
მიხაელ შუმახერს მეორე ოპერაციის შემდგ გამოკეთება დაეტყო, თუმცა ექიმები მას კვლავაც მართვად კომაში ამყოფებენ და ის ჯერაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეორე ოპერაციის დროს მას ისევ ჰემატომა მოაშორეს, რისი წყალობითაც, ქალის შიდა წნევის შემცირება გახდა შესაძლებელი.
შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს მეორე ოპერაცია ორშაბათს ღამით ჩაუტარდა, როცა აპარატურამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება დააფიქსირა. მეორე ჰემატომა დიდი ზომისა იყო და ის ტვინის მარცხენა მხარეს მდებარეობდა. დოქტორი ემანუელ გაი ამბობს, რომ აღნიშნული ჰემატომა მართალია დიდი ზომის იყო, მაგრამ ადვილად მისაწვდომ ადგილზეც მდებარეობდა, რამაც ექიმებს ოპერირების საშუალება მისცა.
მაგრამ გაი დასძენს, რომ ტვინში ჯერაც ბევრი სისხლჩაქცევაა, რაც ამ ეტაპზე, შუმახერის მდგომარეობის პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა. თუმცა მთავარი ისაა, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით უფრო სტაბილურია, ვიდრე მეორე ოპერაციამდე.
„ჩვენ შემუშავებული გვაქვს მკურნალობის სტრატეგია, რომელიც რამდენიმე ანომალიის კორექტირებას ითვალისწინებს. ახლა ცოტა დროა საჭირო იმისათვის, რომ შემდგომ ფაზაზე გადავიდეთ“, - ამბობს პროფესორი ჟან-ფრანსუა პაიენი.
აღსანიშნავია, რომ მეორე ოპერაცია სერიოზულ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა მის ჩატარებაზე თანხმობა შუმახერის ოჯახმა განაცხადა.

No comments:

Post a Comment