Saturday, December 28, 2013

ჯონ კრაფჩიკი „ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ ტოვებს

John Krafcik stepping down as Hyundai CEO, replaced by VP of sales
28 დეკემბერი
„ჰიუნდაი მოტორ ამერიკამ“ გამოაცხადა, რომ 1 იანვარს თანამდებობას დატოვებს მისი პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი (ფოტოზე), ვისაც კორეულ კომპანიასთან კონტრაქტი უმთავრდება. მის ადგილს, „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი დევიდ ცახოვსკი დაიკავებს, ვინც აჟამად გაყიდვებს კურირებს.
კრაფჩიკი „ჰიუნდაის“ ამერიკულ შტოს იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, როცა კორეული კომპანია თავისი პროდუქციის ძირეულ განახლებას ატარებდა. ამ პერიოდში, „ჰიუნდაის“ ავტომობილებმა საბიუჯეტო ავტომობილების იმიჯი მოიშორეს. კომპანიამ არაერთი ახალი ავტომობილი გამოუშვა და ახალ ბაზრებზე შეაღწია.
„კომპანიის სახელით, ჩვენ ჯონს გუწრფელ მადლობას ვუხდით. ის შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელია, რომელიც მუდმივად ზრუნავდა იმაზე, რომ მომხმარებლის კმაყოფილება გამოეწვია. ამ ყველაფერმა კი, ბოლო ხუთ წელიწადში „ჰიუნდაის“ გაყიდვების განუხრელი ზრდა უზრუნველყო“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ტაკ უკი.
„ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ ხელმძღვანლობა. დარწმუნებული ვარ, დეივი წარმატებულად შემცვლის და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, კომპანია ზრდას და განვითარებას გააგრძელებს. ჩვენ ძალიან ბევრი საუკეთესო თანამშრომელი გვყავს, რომლებსაც მიზანსწრაფულ და ნიჭიერ დილერებთან ერთად, ბევრის მიღწევა შეუძლიათ“, - ამბობს კრაფჩიკი.

No comments:

Post a Comment