Thursday, December 12, 2013

ფეტელი გუნდების შეფების რჩეულიცაა

Formula 1 team bosses vote Sebastian Vettel as best driver for 2013
12 დეკემბერი
ერთი შეხედვით, გასაკვირი იმაში არაფერია, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ყველა საუკეთესოდ აღიარებდს, თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩემპიონზე წინ სხვას აყენებენ ხოლმე. ამჯერად კი ყველაფერი ლოგიკურად მოხდა - ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ ფ1-ის გუნდების ხელმძღვანელთა გამოკითხვამ, ყველაზე მეტი ქულა სებასტიან ფეტელს მოაპოვებინა.
გამოკითხვისას, ჟიურის წევრებს უნდა დაესახელებინათ მათი ვერსიით სეზონის ათი საუკეთესო პილოტი. ადგილების შესაბამისად, პილოტებს ქულები ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ქულათა დარიცხვის სისტემის შესაბამისად ეწერებოდათ. ანუ, 25-18-15-12-10-8-6-4-2-1. ამასთან, ჟიურის წევრებს ერთმანეთისთვის აზრის გაზიარების საშუალება არ ეძლეოდათ.
საბოლოოდ, ფეტელს 248 ქულა დაუგროვდა და მან მხოლოდ 35 ქულით აჯობა მეორეზე გასულ ფერნანდო ალონსოს. ესპანელმა კი კარგა შორს მოიტოვა თავისი მომავალი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი. ფინელეს შემდეგ ადგილები ლუის ჰამილტონმა და ნიკო როსბერგმა დაიკავეს.
„ეს აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გუნდის ხელმძღვანელები უშუალოდ არიან ჩახედულნი ფ1-ის შიდა საქმეებში. როგორც წესი, ისინი ყველას და ყველაფერს ხედავენ. და კარგია, როცა ასეთი ადამიანები ისევე გაღიარებენ, როგორც ყველა დანარჩენი“, - განცხადა ფეტელმა.
თავისი პილოტის საქებრად სიტყვა არ დაიშურა „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა: „ეს მისი საუკეთესო სეზონია. ის თამასას მუდმივად სულ უფრო მაღლა სწევს. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. მან ჯერ მხოლოდ ასზე ოდნავ მეტ რბოლაში მიიღო მონაწილეობა და უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. რაც მთავარია, ეს მიღწევები ვინმეს შეცდომის, ან შემთხვევითობის შედეგი არაა. მან ამას საკუთარი უზომო ნიჭის, შრომის ეთიკისა და საქმისადმი დამოკიდებულების წყალობით მიაღწია. ის მუდმივად აანალიზებს ყველაფერს და ცდილობს, რომ განვითარდეს“.

„ავტოსპორტის“ გამოკითხვის შედეგები
1. სებასტიან ფეტელი        248
2. ფერნნდ ალონსო            213
3. კიმი რაიკონენი              158
4. ლუის ჰამილტონი         117
5. ნიკო როსბერგი               95
6. რომენ გროჟანი               76
7. ნიკო ჰულკენბერგი        68
8. მარკ ვებერი                     66
9. ჯენსონ ბატონი               24
10. ფელიპე მასა                  14

No comments:

Post a Comment