$600m Morocco GP deal 'likely' - reports
19 დეკემბერი
ფორმულა ერთის კალენდარში ახალი რბოლებისთვის ადგილი
აშკარად აღარაა. უფრო მეტიც, რამდენიმე ქვეყანა ამაოდ ცდილობს საკუთარი დიდი
პრიზის ჩატარებას. და აი, მათ რიგებს კიდევ ერთი - მაროკო დაემატა. და როგორც
ყოველთვის, ახალ პრეტენდენტებს ენთუზიაზმი შეაგება ბერნი ეკლსტოუნმა. სხვანაირად
ვერც იქნებოდა - აბუ დაბის დიდ პრიზს თვით მაროკოს მეფე ესტუმრა, რომელსაც რა თქმა
უნდა, ბერნიც შეხვდა.
მათი საუბრის თემა ამ ქვეყანაში რბოლის ჩატარება
იყო. ბერნიმ აღიარა, რომ მაროკოს მეფესთან კონტრაქტიც კიგააფორმა, რომლის
ღირებულება 600 მილიონი დოლარია! ეს თანხა უკვე საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ
ფ1 ამ ქვეყანას დაუბრუნდეს. არის მეორე ფაქტორიც, რომელიც მაროკოს შანსებს ზრდის -
აფრიკა ერთადერთი კონტინენტია (თუ ანტარქტიდას არ ჩავთვლით), რომელსაც ფ1-ის
ქარავანი არ სტუმრობს.
მაროკოში ფორმულა ერთის რბოლა ბოლოს 1958 წელს,
კასაბლანკაში ჩატარდა, სადაც დიდი პრიზის რბოლები ადრეც ტარდებოდა. თუმცა ეს ცალკეული
„გამონათება“ იყო, რის შემდეგაც ფ1-მა ჩრდილოაფრიკული ქვეყანა დაივიწყა. შემდეგ დიდ
პრიზებს სამხრეთ აფრიკა მასპინძლობდა, მაგრამ აპარტეიდის გამო, იქაურობასაც ზურგი
აქცია...
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც რიგში დგანან, მექსიკას
და ნიუ იორკს (აშშ) დიდი შანსი აქვთ - ბერნი ამ ორი ქვეყნის ბაზრებითაა
დაინტერესებული. ამერიკაში ერთი რბოლა კი ტარდბა, მაგრამ ეკლსტოუნს ნიუ იორკული
ცათამბჯენები იზიდავს და არც ოსტინზე უარისთქმას აპირებს. მექსიკა კი ძალიან
სწრაფად მზარდი ბაზარია და ეგეც რომ არა, მექსიკელ მრბოლებს ძალიან ძიერი
მექსიკელი მხარდამჭერი ჰყავთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, კარლოს სლიმის სახით.
რუსებიც კი მეორე ტრეკის აშენებას აპირებენ, ამჯერად მოსკოვის სიახლოვეს და ეს
საქმეც ჰერმან ტიკლესთვის მიუნდვიათ.
მსოფლიო ჩემპიონატში დაბრუნებას პორტუგალიის
ეშტორილიც ლამობს, რომელსაც FIA-სგან უმაღლესი კატეგორიის ლიცენზია აუღია და ამას
ტყუილად ხომ არ იზამდა. თანაც იქ ძალიან საინტერესო კონფიგურაციის ტრეკია, სადაც
ფ1-ის ბოლიდებს 1996 წლის შემდეგ არ უღმუვლიათ, რადგან FIA-მ უსაფრთხოების დონე
დაუწუნა. თუმცა, ახლა ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. პრეტენდენტი კიდევ ბევრია,
მათ შორის ტაილანდი, სადაც ავტოინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება...
No comments:
Post a Comment