Sunday, December 1, 2013

„ფორდის“ ერთლიტრიანი ეკობუსტის მორიგი აღიარება

Ford’s 1.0-liter EcoBoost Wins SMMT Award for Innovation
1 დეკემბერი
ძრავების მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოებამ, საავტომობილო სიახლეების სპეციალური პრიზით დააჯილდოვა „ფორდის“ სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც ზედიზედ ორი წელია (2012 და 2013), წლის საუკეთესო ძრავის წოდებას არავის უთმობს. ამ აგრეგატს ამერიკული კომპანია თავისი ავტომობილების ფართო სპექტრზე იყენებს.
ცისფერი ოვალი ამ აგრეგატს ბრიტანეთში აწარმოებს. 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის სიმძლავრე 125 ცხენის ძალას აღწევს, მისით აღჭურვილი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „ფიესტა“ 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 4.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
შესანიშნავი მახასიათებლების გამო, ამ პატარა ძრავს ამერიკული კომპანია თავისი სამოდელო გამის A, B და C სეგმენტის ავტომობილებზე (მათ შორის, ფოკუსზე, ფიესტაზე, B-მაქსზე, C-მაქსზე), ასევე ვენებზე (ტურნეო კონექტზე და ტრანზიტ კონექტზე) იყენებს. მალე ამ ძრავით ასევე ქროსოვერ „ეკოსპორტსა“ და შემდეგი თაობის საშუალო კლასის (D სეგმენტი) სედან „მონდეოზეც“ დააყენებენ.
„ძალიან მიხარია, რომ ამ ჯილდოს „ფორდის“ იმ 1 000-ზე მეტი კვალიფიცირებული ინჟინრის სახელით ვღებულობ, რომლებიც ჩართულნი არიან 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის პროგრამაში. 2007 წელს, დანტონის და დაგენჰემის ინჟინერთა ჯგუფებმა, ამ სამცილინდრიანი, ულტრათანამედროვე ბენზინის ძრავის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს, ძრავზე, რომელიც კარგად მიესადაგება როგორც მსუბუქ, ასევე კომერციულ ავტომობილებს. ექვსი წლის შემდეგ, ამ აგრეგატით აღჭურვილი 300 000-ზე მეტი ავტომობილია გაყიდული და ზედიზედ ორჯერ, წლის საუკეთესო ძრავის წოდებაც მოვიპოვეთ. ახლა კი ეს ჯილდოც მოგვანიჭეს. ეს ყოველივე საკმარისზე მეტი საბაბია სიამაყისთვის“, - განაცხადა „ფორდის“ ავტომობილების შეფასებისა და კონტროლის გლობალური სამსახურის დირექტორმა გრემ ჰოარმა.

No comments:

Post a Comment