Sunday, December 1, 2013

„პორშემ“ „918 სპაიდერის“ დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა

Porsche Announces Final Specs for 918 Spyder with Weissach Package: 0-100KM/H in 2.6s
1 დეკემბერი
„პორშე“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერზე“ შეკვეთების დაკმაყოფილებას მალე შეუდგება. მანამდე კი ამ ავტომობილის ახალი, უფრო სწორედ, დაზუსტებული მახასიათებლები გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ისინი ადრე გამოქვეყნებულებზე უკეთესია, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ფრანკფურტის მოტორ შოუზე პრემიერის შემდეგ, ცუფენჰაუზენელებმა მის სრულყოფაზე მუშაობა გააგრძელეს.
მაშ ასე, „918 სპაიდერის“ ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „ვაიზახ“, საბაზო ვერსიაზე 34 კილოგრამით მსუბუქია. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად მას 2.6 წამი ჰყოფნის, ორასამდე აჩქარების დრო 7.2 წამია, სამასამდე - 19.9 წამი. შესაბამისად, ამ მაჩვენებლებს 0.2, 0.5 და 2.1 წამი დააკლდა.
ასევე გაუმჯობესებულია ის მახასიათებლები, რომლებიც ავტომობილს მხოლოდ ელექტრო ძრავების ხარჯზე გადაადგილებისას აქვს. წინა და უკანა ღერძებთან დაკავშირებული თითო ელექტრო ძრავის მეშვეობით, სტანდარტულ „918 სპაიდერს“ ნულიდან ასამდე აჩქარება 6.2 წამში შეუძლია, რაც ადრე გამოცხადებულზე 0.7 წამით ნაკლებია. ვერსია „ვაიზახის“ შემთხვევაში კი დრო 0.1 წამით ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ პაკეტ „ვაიზახით“ აღჭურვილ „918 სპაიდერს“ ნურბურგრინგის ჩრდლოური მარყუჟი 6:57 წუთში აქვს გავლილი, რაც ჯერჯერობით ოფიციალურ რეკორდად ითვლება (თუმცა, არაოფიცალური მონაცემებით, ეს დრო მაკლარენ P1-ს გაუმჯობესებული აქვს). შესანიშნავი ტემპერამენტის გარდა, ეს ავტომობილი მოკრძალებული აპეტიტითაც გამოირჩევა. ასი კილომეტრის გასავლელად მას საშუალოდ 3.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 70 გრამია.

1 comment: