Tuesday, November 12, 2013

„ფორდის“ ახალი „ფოკუს ST“ ამერიკელ ახალგაზრდებს იზიდავს

2014 Focus ST Stealing America’s Youngsters, Ford Says
12 ნოემბერი
ჯერ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ამერიკაში „ფოკუს ST-ს“ გაყიდვა დაიწყო და მან უკვე დაიწყო მყიდველთა გადმობირება კონკურენტი კომპანიებისგან. ყველაზე მეტად კი მას ახალგაზრდა ამერიკელები ეტანებიან. პირველ ათ თვეში, ტემპერამენტიანმა „ფოკუსმა“ 12 000-ზე მეტი ამერიკელი მყიდველი მიიზიდა.
ყველაზე უკეთ, ახალი „ფოკუს ST“ დეტროიტში, ლოს ანჯელესში, ჰიუსტონსა და ორლანდოში იყიდება. ამასთან, „ფორდი“ სიამაყით გვამცნობს, რომ ამ ავტომობილის მყიდველთა 65 პროცენტი ადრე სხვა კომპანიის ავტომობილს ფლობდა. ეს ცისფერი ოვალის არაჰიბრიდულ მოდელებს შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმ ავტომობილებს შორის, რომლებსაც ახალი „ფოკუს ST-ს“ მყიდველი ტრეიდ-ინ სქემით ტოვებს, უმეტესობა „ჰონდას“, „შევროლეს“, „მაზდას“ და „ტოიოტას“ ავტომობილებია.
რა თქმა უნდა, ახალი „ფოკუს ST-ს“ მყიდველების უმეტესობა ახალგაზრდა მყიდველია. კერძოდ, მყიდველთა 32 პროცენტი 35 წლისაც არაა. ჩვეულებრივი „ფოკუსის“ მყიდველთა შორის კი ამავე ასაკის მხოლოდ 22 პროცენტია. „ფორდში“ ვარაუდობენ, რომ მყიდველთა უმეტესობა, შემდეგი ავტომობილის შეძენისას, არჩევანს ისევ „ფორდის“ ნაწარმზე შეაჩერებს.
„როგორც ვიმედოვნებდით, ამ ავტომობილს ჩვენთან მყიდველს იზიდავს. სწორედ ეს იყო ST ბრენდის დანიშნულება, როცა მისი განვითარება დავიწყეთ. ეს არის ტემპერამენტიანი და იმავდროულად ხელმისაწვდომი ავტომობილების ბრენდი, რომლის ავტომობილებსაც ორმაგი - ყოველდღიური და სარბოლი ავტომობილის დანიშნულების შესრულება შეუძლია. ამ მხრივ, მას ბადალი არ მოეპოვება“, - ამბობს „ფორდის“ ამერიკული მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი ჯონ ფელისი.

No comments:

Post a Comment