Wednesday, November 20, 2013

„ჰონდა“ კონცეპტუალურ მინი როდსტერ S660-ს გამოუშვებს

Honda Feels the Beat with New Production-Intent S660 Roadster Concept
20 ნოემბერი
„ჰონდა“ ტოკიოს მოტორ შოუს ალბათ ყველაზე აქტიური მონაწილეა - იქ ყველაზე მეტი სიახლე სწორედ მას აქვს წარდგენილი. ამ სიახლეთაგან ერთ-ერთი კი პატარა როდსტერი S660-­ია, რომელიც მალე იაპონურ ბაზარზე გამოჩნდება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებშიც შეიტანონ.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას, მის შუაში განლაგებული, სამცილინდრიანი 0.66-ლიტრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის მონაცემებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. „ჰონდა“ ირწმუნება, რომ თავისი პატარა ზომების მიუხედავად, S660 დინამიურობითა და სისხარტით გამოირჩევა, რასაც სიმსუბუქესთან ერთად, ღერძებს შორის წონის თანაბრად განაწილებაც განაპირობებს.
„ეს ავტომობილი, „ჰონდას“ ახალგაზრდა ინჟინრების თავისუფალი ნააზრევია, რომელთა მიზანიც, ისეთი მანქანის გაკეთება იყო, რომელიც „ჰონდასთვის“ უნიკალური იქნებოდა“, - ამბობს „ჰონდა მოტორ კომპანის“ მთავარი აღმასრულებელი ტაკანობუ იტო. მისივე თქმით, კონცეპტუალური ავტომობილი „ჰონდა ბიტის“ რეინტერპრეტაციაა. ამ ავტომობილს იაპონური კომპანია 1991-1996 წლებში უშვებდა და ის გასაკუთრებული პოპულარობით, ახალგაზრდა მყიდველთა შორის სარგებლობდა.

No comments:

Post a Comment