Thursday, November 28, 2013

„ფორდ ტურნეო კონქტმა“ ევრო NCAP-ისგან ხუთი ვარსკვლავი მიიღო (ვიდეო)

2014 Ford Tourneo Connect Gets 5-Star Euro NCAP Rating
28 ნოემბერი
დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, სახელად „ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამა“, მორიგი ქრეშ ტესტები ჩაატარა, რომელთა შედეგადაც, „ფორდის“ უახლეს ვენ „ტურნეო კონექტს“ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაუწერა. ეს მეორე „ტურნეოა“, რომელიც უსაფრთხოების რეიტინგში ხუთ ვარსკვლავს ღებულობს. ამ მხრივ პირველი „ტურნ კასტომია“.
„ფორდ ტურნეო კონექტმა“ ზრდასრული მგზავრების უსაფრთხოების შეფასებისას, 94 ქულა დაიმსახურა, არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაში კი შეფასებამ 85 ქულას მიაღწია. ავტომობილის უსაფრთხოების საშუალო დონე 83 პროცენტია. რაც მთავარია, ეს არის პირველი კომპაქტური ვენი, რომლის უსაფრთხოებამაც უმაღლესი რეიტინგული შეფასება მიიღო.
„ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევარ ოჯახებს, „ტურნეო კონექტი“ სივრცეს და უნივერსალურობას სთავაზობს, რაც მათს ყოველდღიურობას სრულყოფილებით შეავსებს. ევრო NCAP-ისგან მიღებული ასეთი შეფასება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოება“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ინჟინერი სტივენ ლიში, ვინც „ტურნეო კონექტის“ საინჟინრო პროგრამას უძღვება.
ევრო NCAP-ის გენერალურ მდივან მიხაელ ფან რატინგენის თქმით, „ტურნეო კონექტი“ ისეთი ყოვლისმომცველი დამხმარე სისტემებითაა აღჭურვილი, რომლებიც ისეთი მყიდველისთვის, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი უსაფრთხოებაა, არჩევანს აღარ ტოვებს. ასეთ სისტემებს შორისაა უსაფრთხოების ღვედების შეკვრის შემხსენებელი, სისტემა „ექტივ სიტი სტოპ“ (ეს სისტემა დაბალ სიჩქარეზე მოქმედებს და გაჩერებულ ან ნელა მოძრავ სხეულებთან შეჯახებას აგარიდებთ) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ტურნეო კონექტი“ იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც „ფორდი“ ჰეჩბეკ „ფოკუსზე“, მინივენ „C-მაქსზე“ და უგზოობის „კუგაზე“ იყენებს. ამ ავტომობილებს კი უსაფრთხოების კუთხით, ასევე უმაღლესი შეფასებები აქვს მიღებული. ესეც რომ არა, წარმოებისთვის მზადების პროცესში, „ტურნეო კონექტს“ ასზე მეტი ქრეშ ტესტი ჩაუტარდა, კომპიუტერში კი 10 000-ზე მეტი ვირტუალური ქრეშ-სიმულაცია გაიარა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment