Friday, November 8, 2013

„ჰიუნდაის“ „გრანდ i10-ზე“ ინდოეთში რიგი დაუდგა

Hyundai Reports Strong i10 Demand in India, Adds Petrol Automatic Model
8 ნოემბერი
„ჰიუნდაი“ ინდურ ბაზარზე თავისი ყველაზე პა ტარა ავტომობილის, ჰეჩბეკ i10-ის ევროპული ვერსიის გრძელბაზიან მოდიფიკაცია „გრანდ i10-ს“ ჰყიდის, რომელიც მის გამაში სტანდარტულ i10-სა და i20-ს შორის არსებულ ნიშას შეესაბამება. „გრანდ i10“ ბაზარზე სულ ორი თვის გამოსულია და მასზე უკვე 20 000 შეკვეთაა მიღებული, რამაც რიგები წარმოქმნა.
ამის გამო, „ჰიუნდაი“ იძლებული გახდა, „გრანდ i10-ის“ წარმოება გაეზარდა. სხვათა შორის, ეს ავტომობილი ინდოეთში შეიმუშავეს და იქვე უშვებენ. საბაზო i10 კი გერმანიაშია შემუშავებული და მას თურქეთში აწარმოებენ. საინტერესოა ისიც, რომ ევროპაშიც მასზე დიდი მოთხოვნაა, რის გამოც, თურქულ ქარხანაში წარმოება უკვე გაიზარდა.
„გრანდ i10“ ბენზინის 1.2-ლიტრიანი კაპა ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 82 ცხენის ძალაა. ძრავს 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება. ეს ის ტანდემია, რომელსაც „კია“თავისი „პიკანტოს“ ევროპულ ვერსიაზე იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორეული კომპანია მალე „გრანდ i10-ს“ მყიდველს დიზელის ძრავსაც შესთავაზებს. ესაა 1.1-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომელიც 69 ცხენის ძალას და 160 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ძრავსაც 4-საფეხურიანი ავტომატი დაუკავშირდება.

No comments:

Post a Comment