Wednesday, November 20, 2013

„მერსედესის“ კონცეპტუალური GLA 45 AMG ლოს ანჯელესში

Mercedes' Concept GLA 45 AMG Chooses LA Show for World Debut
20 ნოემბერი
ჩრდილოეთ ამერიკაში ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილები პოპულარობით ვერ სარგებლობს. სამაგიეროდ, იქ მოსწონთ ჰეჩბეკის მსგავსი ავტომობილები, რომლებიც მაღალზე დგას - ქროსოვერები. ამის გათვალისწინებით, „მერსედესმა“ დაამზადა კონცეპტუალური GLA ქროსოვერი, რომელსაც დადაბლებული კლირენსი აქვს და რომლის ძარაც, აეროდინამიკური ელემენტებითაა დახუნძლული. ამასთან, ის A45 AMG-ს 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 355 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს ავითარებს.
ამ ავტომობილის სრული სახელწოდებაა GLA 45 AMG და მისი პრემიერა ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე შედგა. ის ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, სადაც ტემპერამენტიან ხუთკარიან ჰეჩბეკ A45 AMG-ს დაუმშვენებს გვერდს.
ზემოთ დასახელებული ძრავის გარდა, კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც კონცეპტუალური მხოლოდ აეროდინამიკური პაკეტი და ძარის ფერთაწყობა აქვს, ასევე AMG-ს წარმოების 7-საფეხურიანი ორქუროიანი DCT ტრანსმისიითა და AMG-სვე წარმოების სრულ ამძრავიანი სისტემა 4მატიკით არის აღჭურვილი.
სპორტული ქროსოვერი ოთხივე კუთხეში 255/35 R21 ბორბლებზე დგას. ამ ეკიპირებით, როგორც სამქიმიანები ირწმუნებიან, მას ადგილიდან ასის აკრეფა ხუთ წამზე ნაკლებში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული.

No comments:

Post a Comment