Wednesday, November 6, 2013

„იაგუარმა“ ახალი „F-ტაიპ კუპეს“ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა

New Jaguar F-Type Coupe Teased, will Debut at LA and Tokyo Auto Shows
6 ნოემბერი
„იაგუარმა“ ინტერნეტით ახალი „F-ტაიპ კუპეს“ ფოტო ტიზერი გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე (19 ნოემბერს) გაიმართება, ერთი დღის შემდეგ კი მას ტოკიოს მოტორ შოუზეც წარადგენენ. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ახალი „F-ტაიპ კუპე“ არის კონცეპტუალური C-X16-ის სერიული ვერსია და ის მეტწილად ალუმინისგანაა დამზადებული.
ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი ავტომობილი 3.0-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის ერთი ვერსიაც 335 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 375 ცხენის ძალას. ძრავების გამაში ასევე შევა მექანიკურ დამჭირხნიანი V8, რომლის სიმძლავრეც 488 ცხენის ძალაა. ძრავებს 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება.
კომპანიის დიზაინის დირექტორი იან კალუმი ამბობს: „როცა კონცეპტუალური C-X16 გავაკეთეთ, მასზე წარმოუდგენლად კარგი გამოხმაურებები მივიღეთ. ამიტომ ლოს ანჯელესში სერიული „F-ტაიპ კუპეს“ პრემიერას მოუთმენლად ველით. სპორტულ კუპეზე მუშაობა სასიამოვნო პროცესი იყო და მე ვიცი, რომ ვიზუალურად და დინამიურობის მხრივ, ახალი „F-ტაიპ კუპე“ თავის კლასში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს“.

No comments:

Post a Comment