Friday, November 15, 2013

რაიკონენმა ოპერაცია გაიკეთა

Raikkonen surgery 'went well'
15 ნოემბერი
კიმი რაიკონენმა ზალცბურგის ჰოსპიტალში წელზე ოპერაცია გაიკეთა. ამ ინფორმაციას ფინური ტელეკომპანია „MTV სპორტი“ ავრცელებს. ტრავმა, რომლის გამოც ფინელმა მრბოლმა ოპერაცია გაიკეთა, მას დიდი ხანია, აწუხებს. მის გამო, სინგაპურის ეტაპის გამოტოვებასაც კი ფიქრობდა, თუმცა მაშინ გამაყუჩებლების წყალობით გაიქრო ტკივილები.
აბუ დაბიში რბოლის შემდეგ კი ტრავმამ ისევ შეახსენა თავი და რადგან ექიმებმა ოპერაცია მკურნალობის საუკეთესო ვარიანტად შესთავაზეს, მას კი საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება, რაიკონენმა ამ სეზონის ბოლო ორი ეტაპის გაცდენა გადაწყვიტა.
„MTV სპორტი“ იუწყება, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 34 წლის პილოტი მსუბუქი ვარჯიშების დაწყებას 4-6 კვირაში შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან ის „ფერარის“ მანქანით იასპარეზებს. ამ სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში კი „ლოტუსში“ მას ჰეიკი კოვალაინენი ცვლის.

No comments:

Post a Comment