Wednesday, November 20, 2013

ახალი „მუსტანგის“ პრემიერა მსოფლიოს ექვს ქალაქში გაიმართება

2015 Ford Mustang Debut to Take Place in Six Cities Around the World
20 ნოემბერი
„ფორდმა“ რომ ახალი „მუსტანგის“ მსოფლიო პრემიერა 5 დეკემბერს დაინიშნა, ეს უკვე გაცნობეთ. დრეს ცისფერმა ოვალმა ამ ავტომობილის პრემიერასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გაგვანდო - პრემიერა ერთდროულად მსოფლიოს ექვს ქალაქში გაიმართება.
რა თქმა უნდა, აქტუალურია კითხვა - რატომ გადაწყვიტა „ფორდმა“ ახალი „მუსტანგის“ პრემიერის ჩატარება ორ დიდ ამერიკულ საავტომობილო შოუს (ლოს ანჯელესის და დეტროიტის) შორის და არა რომელიმე მათგანზე. პასუხიც მარტივია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეექვსე თაობიდან მოყოლებული, „მუსტანგი“ გლობალური მოდელი იქნება. ამიერიდან მას ამერიკული კომპანიის ევროპელი და აზიელი დილერებიც მიიღებენ.

რაც შეეხება სათაურში ნახსენებ ექვს ქალაქს, ესენია: დირბორნი (დეტროიტის გარეუბანი, სადაც „ფორდის“ შტაბ-ბინა მდებარეობს, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, ბარსელონა (ესპანეთი), შანჰაი (ჩინეთი) და სიდნეი (ავსტრალია). სიმბოლურია ამ ქალაქების რაოდენობაც - მეექვსე თაობის „მუსტანგის“ დებიუტი ექვს ქალაქში...
რაც შეეხება საკუთრივ ავტომობილს, მის შესახებ ცისფერი ოვალი ისევ დუმს - მათ ამერიკული კომპანია პრემიერამდე დარჩენილ დროში გაანაწილებს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი პონი ქარის უკანა საკიდარი დამოუკიდებელი იქნება, მის ძრავების გამაში აუცილებლად შევა ოთხცილინდრიანი ეკობუსტი და ალბათ ახალი, წყვილ ტურბოიანი V8-ც.

No comments:

Post a Comment