Friday, November 29, 2013

ავსტრია ფორმულა ერთს მოუთმენლად ელის

Austrian Grand Prix sells out in three days
29 ნოემბერი
ავსტრიის დიდი პრიზი ფორმულა ერთის კალენდარს მომავალი სეზონიდან უბრუნდება. მაგრამ თუ მასზე დასწრება თავში გაივლეთ, უნდა დაგამწუხროთ - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია! რბოლისთვის, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, ბილეთების გაყიდვა სამი დღის წინ დაიწყო და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა.
ტრასას დღეს „რედ ბულ“ რინგი ჰქვია. ის A1-რინგის ადგილზე აშენდა. სწორედ ასე - ძველი ტრეკის ადგილზე, რომელიც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანიამ შეიძინა, დაანგრია და მის ადგილზე სრულიად ახალი ტრეკი ააგო. რბოლის ორგანიზატორია „რედ ბულის“ შვილობილი კომპანია „შპილბერგ GmbH“, რომელიც ასევე ფორმულა ერთის ორ გუნდს (რედ ბულს და ტორო როსოს) ფლობს.
„შპილბერგის“ განცხადებით, ამიერიდან მხოლოდ იმ ბილეთების ყიდვა იქნბა შესაძლებელი, რომლებზეც მათი მფლობელები უარს იტყვიან. ასეთი ბილეთები უკვე გამოჩნდა და როგორც ახალი ამბების სააგენტო APA იუწყება, ფ1-ის ზოგმა მოყვარულმა, რომლებსაც ძალიან უნდათ ავსტრიულ ეტაპზე დასწრება, ბილეთების ორჯერ დაჯავშნაც კი მოასწრო.
ავსტრიული ეტაპის ორგანიზატორებმა, კვალიფიკაციისა და რბოლისთვის 80-80 ათასი ბილეთი გამოიტანეს გასაყიდად. პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე კი მხოლოდ 30 000 ბილეთი დაიბეჭდა. სხვათა შორის, მოსალოდნელია, რომ ავსტრიული ეტაპის დღეებში, ზალცბურგში სასტუმროებიც სრულად დაიტვირთება.

No comments:

Post a Comment