Friday, November 8, 2013

„ლამბორგინი კაბრერა“ ნურბურგრინგზე ემზადება

Cabrera Supercar Hard-Testing at the Nurburgring
8 ნოემბერი
ხელმისაწვდომი სუპერ ავტომობილების სეგმენტში 605-ცხენისძალიანი „ფერარი 458“, „მაკლარენის“ MP4-12C (600-ზე მეტი ცხ.ძ) და „პორშეს“ სარბოლო 911 GT3 დომინირებენ. მათი კიდევ ერთი მეტოქე - „ლამბორგინი გალარდო“ ძალიან დაძველდა და მართალია, ჯერაც კარგად იყიდება, მალე წარმოებიდან მოიხსნება. მისი შემცვლელი კი უკვე სადებიუტოდ ემზადება.
ავტო მოყვარულებმა უკვე იციან - შემცვლელს „კაბრერა“ ჰქვია და მისი სატესტო კამუფლირებული პროტოტიპები უკვე დიდი ხანია, საგზაო გამოცდებს გადიან. რა თქმა უნდა, ამ პროცესში, სანტ’აგატა ბოლონეზელები გვერდს ვერც ნურბურგრინგს აუვლიდნენ, სადაც სპორტული ავტომობილების ყველა თავმოყვარე მწარმოებელი ანავარდებს თავის ახალ ავტომობილებს.
მიზანი ერთია - მწვანე ჯოჯოხეთში (როგორც ხშირად მოიხსენიებენ რინგის ჩრდილოურ მარყუჟს) კარგი დროის ჩვენება იმიჯს უხდება და ესეც რომ არა, იქ ტემპერამენტიანი ავტომობილის სრულყოფისთვის საუკეთესო პირობებია. თანაც, „ლამბო“ სატრეკო ავტომობილებით, ზემოთ ნახსენებ კონკურენტებს ვერ სჯობდა და როგორც ჩანს, იტალიურმა კომპანიამ ამ ნაკლის გამოსწორება სერიოზულად გადაწყვიტა.
გავრცელებული ვარაუდით, „კაბრერა“ ისევ V10 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ძრავს კი ორქუროიანი გადაბმით, ნახევრად ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება. ამ ეტაპზე, „კაბრერას“ შესახებ სულ ესაა ცნობილი და ისიც არაოფიციალურად. რა თქმა უნდა, ავტომობილი ტესტებს გვარიანად შენიღბული გადის. მისი პრემიერა მომავალ წელს იგეგმება.

No comments:

Post a Comment