Friday, November 1, 2013

ვებერი „ფერარიში“ გადასვლასთან „ძალიან ახლოს“ იყო

Webber admits Ferrari switch was 'very close'
1 ნოემბერი
აბუ დაბიში მარკ ვებერმა აღიარა, რომ მას „ფერარიში“ გადასვლის და იქ თავისი კარიერის რეალური შანსი ჰქონდა. „კონტრაქტის გაფორმებამდე იმდენად ახლოს ვიყავით, რომ შემეძლო ტელეფონი ამეღო და ამის შესახებ დიტრიხ მატეშიცისთვის მეთქვა“, - ამბობს ვებერი, ვისაც „ფერარიში“ გასული სეზონის მიწურულს იწვევდნენ, რა თქმა უნდა, ფელიპე მასას ადგილზე. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ფორმულა ერთს დატოვებს და ლე მანის რბოლებში გადაინაცვლებს, სადაც „პორშეს“ პირველი კატეგორიის სარბოლო პროტოტიპით იასპარეზებს.
„საბოლოოდ, „ფერარისთან“ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, თორემ ახლა ფელიპე მასას მანქანაში მე ვიჯდებოდი და მომავალ სეზონიშიც აქ ვიქნებოდი. ჩემს თავს ბოლო ვადა განვუსაზღვრე, როცა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. „რედ ბულში“ დარჩენა კანადის დიდი პრიზის წინ გადავწყვიტე“, - ამბობს ვებერი.
ავსტრალიელი ამბობს, რომ ინტერლაგუშის პადოკში ბოლოს თავაწეული გაივლის იმის მიუხედავად, რომ ფ1-ს ჩემპიონის ტიტულის გარეშე ტოვებს. „ამ ოცნებას ასრულება არ ეწერა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი ფ1-ის კარიერით მაინც ვამაყობ. ჩემს თავს ერთგზის ჩემპიონების დონეზე დავაყენებ. იქნებ, მრავალგზის ჩემპიონობა შემეძლო? ამაზე თამამად არას გიპასუხებთ“, - დასძენს ვებერი და აღიარებს, რომ სებასტიან ფეტელი მასზე უკეთესი მრბოლია: „სები გამორჩეულია. არის მომენტები, როცა ჩემს თავს გერჰარდ ბერგერს ვადრი აირტონ სენას გვერდით - გერჰარდი შესანიშნავი მრბოლი იყო, მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ ტიტული მოეგო“.

No comments:

Post a Comment