Tuesday, November 26, 2013

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ჰელივუდში მემილიონე ავტომობილი გამოუშვა

JLR Celebrates 1 Million Vehicle Built at Halewood Factory
26 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ ჰელივუდში მდებარე მისმა ქარხანამ მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ეს ამ ქარხნის ამუშავებიდან 12 წლის შემდეგ მოხდა. 2001 წელს ამ ქარხანაში „იაგუარმა“ სედან X-ტაიპის წარმოება დაიწყო. მემილიონე ავტომობილი კი „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოუკია“, რომელიც უნიკალური ეგზემპლარის სახით გამოუშვეს და მას კიბოს კვლევის კავშირის სასარგებლოდ გაიტანენ აუქციონზე.
ჰელივუდის ქარხანა 1963 წლიდან „ფორდ ანგლიას“ საკუთრება იყო. 1997 წელს ცისფერმა ოვალმა გამოაცხადა, რომ „ესკორტის“ წარმოებას წყვეტდა, რომელსაც უახლესი „ფოკუსით“ შეცვლიდა. „ესკორტის“ წარმოების შეწყვეტასთან ერთად, ამერიკულმა კომპანიამ ჰელივუდის ქარხანა „იაგუარს“ გადაუფორმა. ეს უკანასკნელი კი „მონდეოს“ ბაზაზე X-ტაიპის წარმოებას შეუდგა. 2001-2009 წლებში კატებმა სულ 363 603 ცალი X-ტაიპი (სედანი და უნივერსალი) გამოუშვეს.
2005 წელს ქარხანაში „ლენდ როვერის“ ავტომობილების წარმოებისთვის მზადებას შეუდგა და ერთი წლის შემდეგ, „ფრილენდერ 2“ გამოუშვა. ამ ავტომობილს ჰელივუდში ისევ აწარმოებენ. სულ ბრიტანულმა კომპანიამ იქ 381 211 ცალი „ფრილენდერ 2“ გამოუშვა.
ჰელივუდის ქარხანას ყველაზე დიდი წარმატება „ევოუკმა“ მოუტანა, რომლის წარმოებაც 2011 წელს დაიწყო. „ევოუკი“ იმდენად სწრაფად გახდა პოპულარული, რომ კომპანიას ქარხნის პერსონალის 3 000-ით გაზრდამ მოუწია. მალე გაირკვა, რომ ესეც არ იყო საკმარისი და ქარხანამ 24-საათიან რეჟიმში მუშაობა დაიწყო. შედეგად, სულ ორ წელიწადში ჰელივუდში 220 000-ზე მეტი „ევოუკი“ გამოუშვეს...

No comments:

Post a Comment