Tuesday, November 26, 2013

„ფორდი“ სტოპ-სტარტს ყველა მასობრივ ავტომობილზე დააყენებს

Ford to Introduce Stop-Start on All Major Volume Vehicles
26 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ თავის ყველა ავტომობილზე, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე, მასობრივად ჰყიდის, სტანდარტულ ეკიპირებაში სისტემა სტოპ-სტარტს შეიტანს. ამის წყალობით, ამ ავტომობილების მიერ საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ამგვარად, ცისფერი ოვალი საწვავის ეკონომიის მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება.
„ამ მიზნის მისაღწევად, აგრესიული გეგმა შევიმუშავეთ“, - ლოს ანჯელესის შოუზე გამოსვლისას განაცხადა „ფორდის“ გლობალური პროდუქციის განვითარების შეფმა რაჯ ნაირმა. მანვე დასძინა, რომ ამ გეგმის განხორციელება, ახლანდელი სამოდელო გამის ძირითად ნაწილზე არ იგეგმება და საწვავის დამზოგავი საშუალებების დანერგვას, შემდეგი თაობის მოდელებზე დაიწყებენ.
„ფორდმა“ მის მიერ შემუშავებული სისტემა სტოპ-სტარტი, „ფორდ ფიუჟნის“ (ფოტოზე) მყიდველს ახლახანს შესთავაზა. ოღონდ, ის ჯერ მხოლოდ ოპციური შეთავაზებაა იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც 1.6-ლიტრიანი ეკობუსტ ძრავითაა აღჭურვილი და ის 295 დოლარი ღირს. შემდეგი ავტომობილი, რომელზეც იმავე სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება, შემდეგი თაობის ქროსოვერი „ეჯია“, რომელიც წინასერიული კონცეპტის სახით, ლოს ანჯელესის შოუზე წარადგინეს.
„ფორდი“ აცხადებს, რომ სისტემა სტოპ-სტარტს, ავტომობილის მფლობელისთვის, ხუთ წელიწადში დაახლოებით 1 100 დოლარის დაზოგვა შეუძლია.

No comments:

Post a Comment