Wednesday, November 20, 2013

„სუბარუს“ კონცეპტუალური „ქროს სპორტი“

Subaru Cross Sport Design Concept Looks Like a BRZ Outback Edition
20 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე „სუბარუ“ კონცეპტუალურ სპორტულ ქროსოვერ „ქროს სპორტს“ წარადგენს. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი ამ ავტომობილის ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა. იაპონურ კომპანიამ ამ კონცეპტის შესახებ მხოლოდ ის გაგვიმხილა, რომ მისი სიგრძე 4 300 მილიმეტრია.

ამასთან, „სუბარუ“ ამბობს, რომ ამ კონცეპტუალურ მოდელში სპორტული და უგზოობის ავტომობილების თვისებებია გაერთიანებული, რაც მის გარეგნობაშიც აისახება. უნდა ითქვას, რომ „ქროს სპორტი“ ერთი შეხედვით კუპე BRZ-ის ნახევრად უნივერსალურ ვარიანტს მოგვაგონებს, რომელიც გზის საფარიდან ოდნავ მაღლაა აწეული.
ჯერჯერობით „სუბარუ“ არაფერს ამბობს, თუ რა მომავალი აქვს ამ კონცეპციას - დარჩება ამავე სახით, თუ მსგავს ავომობილს მალე მყიდველსაც შესთავაზებს. ამას იაპონელები ალბათ ტოკიოში გაამხელენ.

No comments:

Post a Comment