Tuesday, November 19, 2013

„საოცნებო დღეები სენა მოტორსისგან“

19 ნოემბერი
ასე ჰქვია იმ ორთვიან აქციას, რომელსაც „ჰონდას“ ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „სენა მოტორსი“ მყიდველს სთავაზობს. კერძოდ, აქცია ითვალისწინებს მყიდველის მიერ ძველი „ჰონდას“ (ნებისმიერი მოდლის) ჩაბარებას და მის ნაცვლად, ახლის შეძენას. კომერციის ეს ტიპი ტრეიდ-ინის სახელითაა ცნობილი და რა თქმა უნდა, ის ახალი ავტომობილის ფასისთვის, ძველი ავტომობილის ფასის დაკლებას ითვალისწინებს.
„კომფორტი, უსაფრთხოება, გამძლეობა, 5-წლიანი გარანტია, ბევრი საჩუქარი აქციის ფარგლებში და რა თქმა უნდა, V-ტეკის ძრავის ეკონომიურობა“, - ეს „ჰონდას“ ავტომობილების ის არგუმენტებია, რომელთა გამოც, ახალი ავტომობილის მსურველმა „სენა მოტორსის“ შოურუმს უნდა მიაკითხოს. ამ შოურუმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქროსოვერი CRV-ია, რომელიც სხვა ღირსებებთან ერთად, ეკონმიურობითაც გამოირჩევა.
ამ ავტომობლს აქვს „ეკონომ“ ღილაკი, რომლის ჩართვის შემდეგაც, ავტომობილი საწვავის ეკონომიურად მოხმარების რეჟიმში იწყებს მუშაობას. შედეგად, 2.4-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი CRV შერეული ციკლით მოძრაობისას, ას კილომეტრზე საშუალოდ 8.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. როგორც „ჰონდას“ დამაარსებელი სოიჩირო ჰონდა იტყოდა, „დროა, აიხდინოთ ოცნება“.
„სენა მოტორსი“ გპირდებათ, რომ თუ თქვენი ძველი ავტომობილის (ჰონდას მარკის) გადაცვლა ვერ მოხერხდა, მასზე უფასო დიაგნოსტიკას ჩაატარებენ. ძველი „ჰონდას“ გადაცვლა რომ შეძლოთ, ის უნდა იყოს მარცხენა საჭიანი. სპეციალისტი მას თქვენთან ერთად შეაფასებს, დაადგენს საბაზრო ფასს, რის შემდეგაც, დანარჩენ თანხას ბანკი დაგიმტკიცებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თანხის ნაღდი ფულით გადახდაც.

No comments:

Post a Comment