Tuesday, November 26, 2013

პერესი ალბათ „ფორს ინდიაში“ გადავა

Martin Whitmarsh relieved Sergio Perez set for Force India F1 seat
26 ნოემბერი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში გახარებულია იმ ფაქტით, რომ სერხიო პერესის ფორმულა ერთში დარჩენის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ის ახლოსაა „ფორს ინდიასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. როგორც ცნობილია, „მაკლარენმა“ პერესის ადგილზე დანიელი კევინ მაგნუსენი მიიწვია, თუმცა უიტმარშმა პირობა დადო, რომ მექსიკელს ფ1-ში დარჩენაში დაეხმარებოდა.
„მაკლარენის“ შეფმა სეზონის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პერესის დასახმარებლად, რამდენიმე გუნდს დაუკავშირდა, მათ შორის „ფორს ინდიასაც“ და მექსიკელი კარგი რეკომენდაციით წარადგინა. როგორც მისი გარჯა ნაყოფიერი გამოდგა. ყოველ სემთხვევაში, უიტმარში ოპტიმიზმს ავლენს:
„ის ახალგაზრდაა, ძალიან ღირსეული და ძალიან მოსწონს ჩვენს გუნდში ყოფნა. ის ძალიან კარგი პიროვნებაა და მე მას ვთხოვე, დაგვიმტკიცოს, რომ მის მიმართ მართლები არ ვიყავით. ეს მისი სამუშაოა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მას ფ1-ში დარჩენაში დავხმარებოდით. ის იმსახურებს ფ1-ში ყოფნას. ვფიქრობ, ეს ბრაზილიაში დაამტკიცა. ძალიან მიხარია, რომ ფ1-ში რჩება. ის ჩვენი გუნდის მეგობარია, თუმცა ჩვენგან წასვლა უწევს და ჩვენს დამარცხებას ეცდება. იმედ მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება“.
სავარაუდოდ, „ფორს ინდიაში“ პერესი ბრიტანელ პოლ დი რესტას შეცვლის, რომელსაც სამომავლო გეგმები ჯერ არ აქვს გარკვეული. უიტმარშს დი რესტას გამოც სწყდება გული, მაგრამ ამბობს, რომ ასეთია ფ1-ის მეორე მხარე - პილოტები, რომლებსაც სპონსორისგან მხარდაჭერა არ აქვთ, კონკურენციას ვერ უძლებენ.
„ჩვენი სპორტი ძალიან რთული და მრავალმხრივია. არიან პოლზე ნაკლები ნიჭის მქონე პილოტები, რომლებიც აქ დარჩებიან, ან მოვლენ. და ეს ძალიან სამწუხაროა. ჯერ ეს ოფიციალურად არავის გამოუცხადებია, მაგრამ ვფიქრობ, დი რესტა მალე ფ1-დან წავა“, - ამბობს უიტმარში.

No comments:

Post a Comment